თვე: მაისი 2026

სკოლა “ლომისში” ულამაზესი და ემოციებით სავსე ბოლო ზარი გაიმართა!

სკოლა “ლომისში” ულამაზესი და ემოციებით სავსე ბოლო ზარი გაიმართა! დღე, რომელიც სიხარულით, მონატრებით, მეგობრობითა და დაუვიწყარი მოგონებებით დაიმახსოვრება… ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ გზაზე! გიზიარებთ ამ განსაკუთრებული დღის ყველაზე თბილ და ლამაზ კადრებს
Read More

მოსწავლეები მასწავლებლის სახლში ესტუმრნენ STEM ლაბორატორიას!

სკოლა “ლომისის” მე-7,9,11 კლასის მოსწავლეები 19.05.2026. მასწავლებლის სახლში ესტუმრნენ STEM ლაბორატორიას, მასპინძლობა გაგვიწია ბატონმა ნუგზარ მოსულიშვილმა. ისინი გაეცნენ ლაბორატორიაში შექმნილ პროექტებს და თვითონაც მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა პროექტების შექმნაში (ხმაურის სენსორის), მოძრაობის სენსორის გამოყენებით. ასევე გააკეთეს შუქნიშნის და ფერადი განათების სქემები.
Read More

სტუმრად „ქართული ფილმის“ სტუდიაში

სტუმრად „ქართული ფილმის“ სტუდიაში ჩვენი მოსწავლეები ესტუმრნენ „ქართული ფილმის“ სტუდიას, სადაც ძალიან გულთბილად გვიმასპინძლეს სტუდიის თანამშრომლებმა და დირექტორმა, ქალბატონმა ხათუნა ხუნდაძემ. მოსწავლეები გაეცნენ ფილმის გადაღებისა და გახმოვანების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საინტერესო სამუშაო მეთოდებს. დაათვალიერეს კოსტიუმებისა და რეკვიზიტების საცავები, ნახეს გასული საუკუნის ვიდეოკამერები და თავადაც მოირგეს სხვადასხვა კოსტიუმი. ვიზიტი იყო შემეცნებითი, სახალისო, ემოციებითა და სიყვარულით […]
Read More

დღეს გაიმართა დებატ-პროექტის ფინალური ეტაპი საბაზო საფეხურზე, სადაც ერთმანეთს VIIIა და VIIIბ კლასების გუნდები შეხვდნენ.

დღეს გაიმართა დებატ-პროექტის ფინალური ეტაპი საბაზო საფეხურზე, სადაც ერთმანეთს VIIIა და VIIIბ კლასების გუნდები შეხვდნენ. დაძაბულ და საინტერესო ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება VIIIბ კლასმა მოიპოვა. ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო სპიკერები — ეკატერინე ნოზაძე და ბარბარე კემულარია, რომლებმაც დებატების განმავლობაში განსაკუთრებული ორატორული უნარები წარმოაჩინეს. ვულოცავთ გამარჯვებულებსა და მონაწილეებს წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!
Read More

თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნიკოლოზ ჭარხალაშვილი ორგანიზებით, სკოლაში დებატების ტურნირი გაიმართა.

თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნიკოლოზ ჭარხალაშვილი ორგანიზებით, სკოლაში დებატების ტურნირი გაიმართა. ინტელექტუალურ და საინტერესო დაპირისპირებაში ერთმანეთს შეხვდნენ: • VII VS VIIIა • VIIIბ VS IX მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი აზრის არგუმენტირებულად წარმოჩენა და გამოავლინეს გუნდური მუშაობის უნარები. დაძაბული და საინტერესო შეხვედრების შემდეგ, ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხეს VIIIა და VIIIბ კლასის გუნდებმა. ვულოცავთ მონაწილეებს წარმატებულ გამოსვლას […]
Read More

8 მაისი – წითელი ჯვრის მსოფლიო დღე

8 მაისი – წითელი ჯვრის მსოფლიო დღე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის (World Red Cross and Red Crescent Day) მსოფლიო დღე ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება. ამ დღეს დაიბადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამაარსებელი, შვეიცარიელი ჰუმანისტი და საზოგადო მოღვაწე, ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი ანრი დიუნანი (Henri Dunant, 1828-1910). წითელი ჯვარი მთელ მსოფლიოში ეხმარება ადამიანებს ომის, […]
Read More

სკოლა „ლომისი“ კვლავ პირველია!

სკოლა „ლომისი“ კვლავ პირველია! უდიდესი სიხარულით ვულოცავთ ჩვენი სკოლის გუნდებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას! 3 მაისს, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გამართულ ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“ გლდანი-ნაძალადევის რეგიონალურ პირველობაზე, ჩვენი მერვეკლასელთა გუნდი „აზარტულები“ დამაჯერებლად დაეუფლა პირველ ადგილს! აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი უკვე მეორე წელია საქართველოს საუკეთესო ათეულში ხვდება – ასე რომ, მათი წარმატება ნამდვილად მოსალოდნიც კი იყო! […]
Read More

5 მაისი – ასთმის მსოფლიო დღე

ასთმის მსოფლიო დღე, ასთმის გლობალური ინიციატივის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველწლიურად მაისის პირველ სამშაბათს აღინიშნება და მისი მიზანია ასთმის შესახებ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში. ასთმა საკმაოდ გავრცელებული ქრონიკული რესპირაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის გაძნელება, ქოშინი და შეხუთვის შეტევითი და განმეორებითი ეპიზოდები სხვადასხვა სიმძიმითა და სიხშირით. სკოლა ლომისის მე-10 ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც საფუძვლიანად […]
Read More