ღონისძებები
ჩვენი სკოლის მოსწავლეები სისტემატურად აწყობენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, როგორც შემეცნებითს, ისე გასართობს. ტრადიციულ ღონისძიებებთან ერთად სკოლაში იმართება კვირეულები, სპორტული და შემეცნებითი პროექტები, შეჯიბრებები. ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ, როგორც შიდასასკოლო, ისე ეროვნულ და სხვადასხვა ოლიმპიადებში. ყოველ გაზაფხულზე ხორციელდება ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა ,,ღია ტრიბუნა” (სოციალური პროექტი, რომელიც გრძელდება ოთხი კვირის მანძილზე) და საგაზაფხულო სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია (რომელიც გრძელდება ოთხი კვირის მანძილზე). ჩვენს სკოლას ხშირად სტუმრობენ გამოჩენილი ადამიანები, მწერლები, პოეტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც მოსწავლეებთან შეხვდრას უშუალო გარემოში მართავენ.
შეხვედრები
მართვის დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისა და სასკოლო სკოლაში მშობელთა აქტიური ჩართვის მიზნით ჩვენს სკოლაში 1998 წლიდან ფუნქციონრებს „მშობელთა სახალხო უნივერსიტეტი“ , რომლის ფარგლებშიც სკოლაში სისტემატურად ხდება მშობლების შეკრება და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების განხილვა თუ აზრთა გაცვლა–გამოცვლა. ხშირად ამ შეხვდრებს ესწრებიან და უძღვებიან ფსიქოლოგები, ფილოსოფები, ექიმები, მოძღვარი და სხვა. არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც სკოლას ცალმხრივად შეუძლია. უდიდეს ნაწილს ბავშვი ოჯახში ატარებს, ამიტომ აუცილებელია, რომ მშობლები თვეში ერთხელ მაინც შეიკრიბონ და ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორ მოვაგვაროთ ესა თუ ის პრობლემა. ჩვენი შეხვდრები ხან დიალოგის რეჟიმში მიდინარეობს, ხან ლექციურ ხასიათს ატარებს და მას მშობლების უმეტესობა ესწრება. აღსანიშნავია, რომ „მშობელთა სახალხო უნივერსიტეტის“ არსებობამ საკმაოდ დიდი შედეგი გამოიღო: ბევრ პრობლემას ეფექტურად ვჭრით, მინიმუმამდეა დაყვანილი კონფლიქტები, როგორც უშუალოდ მოსწავლეებს, ისე მშობლებსა და მოსწავლეებს შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი სკოლაშივე მოემზადოს იმისთვის, თუ როგორ იცხოვროს, ამიტომ ვცდილობთ ჩამოვუყალიბოთ ურთიერთობების კულტურა და ღირებულებები.
კლუბები
სკოლაში ფუნქციონირებს „დებატების კლუბი“. რომელის წელიწადში ერთხელ ანხორციელებს ერთთვიან პროექტს ,,ღია ტრიბუნა”, სადაც მოსწავლეები მართავენ პოლემიკასა და სხვადასხვა თემებზე დებატებს, აწყობენ სხვადასხვა სოციალურ თემატიკაზე გადაღებულ საკუთარი ფილმების პრეზენტაციას, რომელსაც სკოლის პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და მოწვეული საპატიო სტუმრები ესწრებიან. სკოლაში ჩამოყალიბდა ,,ეკო კლუბი”, რომელმაც 2015 წლის შემოდგომაზე განახორციელა პროექტი გარემოს დაცვის საკითხებზე. პროექტს ხელმძღვანელობდნენ გოეთეს უნივერსიტეტი და ავსტრიის აგრარული უნივერსიტეტი.
ტრადიციები
ჩვენს სკოლას რამდენიმე ტრადიცია აქვს: ბოლო ზარზე ყველა თაობის კურსდამთავრებულები იკრიბებიან და გამოსაშვებ კლასს სწავლის დამთავრებას ულოცავენ. ასევე ყველა თაობა იკრიბება სწავლის დაწყების დღესაც. გარდა ამისა, ტრადიციად გვაქვს გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის და ასევე სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო თარიღის აღნიშვნა. მოსწავლეები ამ თარიღებთან დაკავშირებით აწყობენ პრეზენტაციებს, დებატებსა და კონფერენციებს, ფლეშმობს, იღებენ ვიდეო-რგოლებს. ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიებებით ავღნიშნავთ 25 თებერვალს, ამ დღეს იმართება ლექციური გაკვეთილები, ეწყობა ფილმის ჩვენება აღნიშნულ თემაზე. ჩვენი სკოლის ტრადიციად იქცა მეგობრობა მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლასთან. ორი წლის მანძილზე ყოველ მაისის თვეში ისინი სტუმრობენ სკოლა ,,ლომისს” და ეწყობა ერთობლივი სათემო ღონისძიება ქართული ენასა და ლიტერატურაში ცოდნის გაღრმავება-განმტკიცების მიზნით.
ხელოვნების სკოლა
,,ლომისი1-ის” საერო საშუალო სკოლაში ფუნქციონირებს ხელოვნების სკოლაც. სადაც მსურველები მხატვრობას, მეტყველების კულტურას, ვოკალს, ხალხურ საკრავებს, ხალხურ და ევროპულ ცეკვებს შეისწავლიან. ხელოვნების სკოლაში სწავლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ჩვენი სკოლის მოსწავლეები კი ღირებულებასთან დაკავშირებით შეღავათით ისარგებლებენ. სკოლაში მოეწყო ხელოვნების სკოლის პედაგოგთა ნამუშევრების პერსონალური გამოფენაც.
სპორტი
სპორტის სახეობად სკოლას არჩეული აქვს ტანვარჯიში, ჭადრაკი და ფეხბურთი. სკოლას ჰყავს ჩემპიონი და თანრიგოსანი მოსწავლეები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ფუნქციონირებს სამკურნალო ტანვარჯიშის წრე.
ექსკურსიები
ჩვენი სასწავლო პროცესი გამდიდრებულია ექსკურსიებით. მოსწავლეები შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში სისტემატურად სტუმრობენ მუზეუმებს, თეატრებს, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს. იხილეთ სკოლის facebook გვერდი: საერო სკოლა ,,ლომისი1”.