თვე: ივნისი 2026

2025-2026 სასწავლო წლის შეჯამება — მიღწევები, გამოწვევები და ახალი მიზნები.

სკოლა „ლომისის“ დირექციამ და კათედრების ხელმძღვანელებმა მშობლებსა და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს წლის ანგარიში და განვითარების სამომავლო ხედვა. ერთად მიღწეული წარმატებები — ახალი გამარჯვებების საფუძველია.
Read More

სკოლა „ლომისის“ მე-4 კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებული და ემოციებით სავსე გამოსაშვები ღონისძიება გამართეს.

სკოლა „ლომისის“ მე-4 კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებული და ემოციებით სავსე გამოსაშვები ღონისძიება გამართეს. ეს დღე იყო სიხარულის, სიამაყისა და ლამაზი მოგონებების დღესასწაული. დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას დამრიგებელს, მარი გაჩეჩილაძეს, სიყვარულისთვის, მზრუნველობისთვის და იმ ცოდნისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში გულით გაუზიარა ბავშვებს. დღეს ერთი ლამაზი ეტაპი დასრულდა და ახალი თავგადასავლების კარი გაიღო. ვუსურვებთ ჩვენს პატარებს წარმატებულ, ბედნიერ […]
Read More

სკოლა „ლომისში“ მორიგი საინტერესო და შთამბეჭდავი აქტივობა გაიმართა, რომელიც ქართულ ტრადიციებსა და ეროვნულ ღირებულებებს ეფუძნებოდა

სკოლა „ლომისში“ მორიგი საინტერესო და შთამბეჭდავი აქტივობა გაიმართა, რომელიც ქართულ ტრადიციებსა და ეროვნულ ღირებულებებს ეფუძნებოდა მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურა, სტუმართმოყვარეობა და ის ფასეულობები, რომლებიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ფესვების ცოდნა და მათი პატივისცემა. ასეთი აქტივობები არა მხოლოდ ცოდნას ამდიდრებს, არამედ ბავშვებში აყალიბებს სიყვარულს სამშობლოს, ტრადიციებისა […]
Read More

საქართველოს მასშტაბით გამართულ ინტელექტუალურ ჩემპიონატში „ტვინების ბრძოლა“

ლომისობის დღე ჩვენი სკოლისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო! საქართველოს მასშტაბით გამართულ ინტელექტუალურ ჩემპიონატში „ტვინების ბრძოლა“, სადაც მონაწილეობას დაახლოებით 2000 გუნდი იღებდა,ჩვენი სკოლის გუნდმა „აზარტულებმა“ ღირსეული III ადგილი მოიპოვა. ეს გამარჯვება მხოლოდ საპრიზო ადგილი არ არის — ეს არის ცოდნის, შრომის, მიზანდასახულობისა და მუდმივი განვითარების სურვილის აღიარება. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი სკოლის, ჩვენი თემისა და […]
Read More

გილოცავთ ლომისობას!

ლომისობას ვულოცავ ყველა ლომისელს და სრულიად საქართველოს! დაე, ეს მადლიანი დღე იყოს მშვიდობის, ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი თითოეული ოჯახისთვის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, გააძლიეროს ერთობა და სიყვარული ჩვენს გულებში. გილოცავთ ლომისობას!
Read More

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლა „ლომისში“

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლა „ლომისში“ დღეს სკოლა სკოლა „ლომისში” სიხარულით აღვნიშნეთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ვულოცავთ ყველა ბავშვს ამ განსაკუთრებულ დღეს! გისურვებთ ბედნიერ, ლაღ და ფერად ბავშვობას, ჯანმრთელობას, სიყვარულსა და წარმატებებს. დაე, თქვენი ყოველი დღე სავსე იყოს ღიმილით, ოცნებებითა და სასიამოვნო თავგადასავლებით. გილოცავთ 1 ივნისს!
Read More