სწავლის საფასურის გადახდა ხორციელდება წლიურად, სემესტრულად და ყოველთვიური შემონატანითაც. სწავლის საფასური მშობლებს შეუძლიათ გადაიხადონ ბანკში. სწავლის საფასური I-IV კლასებისათვის არის წელიწადში 4 500 ლარი, V-XII – კლასებისთვის წლიური გადასახადი არის 5 000 ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე რჩება გახანგრძლივებულ ჯგუფში (I-V კლასის ფარგლებში)( 18:00 სთ-მდე), იღებს დამატებით მომსახურეობას მეცადინეობისა და კვების სახით და ყოველთვიურად I-V კლასის მომსახურება შეადგენს დამატებით 180 (ას ოთხმოცი) ლარს.