მიღება

ჩვენთან სწავლების მსურველთა მიღებახორციელდება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი მობილობის წესით. I-IV კლასის მოსწავლეები სკოლასი მისაღებად გადიან გასაუბრებას, ხოლო V-XII კლ. მოსწავლეები ტესტირებას ძირითად საგნებში. მაისში ერთი–ერთი კვირა ღია კარის კვირეულად ცხადდება, რომლის დროსაც მოსწავლეები სკოლას სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენენ. ეწყობა ნახატების გამოფენა, პოეზიის საღამო, ღია გაკვეთილები, მეცნიერული ნაშრომების წარდგენა, სპორტული შეჯიბრებები და სხვა. ღონისძიებებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსრუველს. ამას გარდა, ყოველი თვის ბოლო პარასკევი ასევე ღია კარის დღეა: ჩვენთან მოსვლა და სასწავლო პროცესისა თუ სკოლის ინფრასტრუქტურის გაცნობა ყველას შეუძლია.

სკოლის მიერ დაწესებული ბარიერია 5,0 ქულა.

სკოლაში სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებს დამატებითი მეცადინეობების წრეები, სადაც მათ საშვალება ეძლევათ აიმაღლონ საგანში ცოდნის დონე და გამოასწორონ არსებული ხარვეზები.

ჩვენ აქტრიურად ვზრუნავთ აბიტურიენტების მომზადებაზეც. მე–12 კლასელებს კვირაში ოთხჯერ უტარდებათ აბიტური, ისინი გადიან ზოგად უნარებსაც, რაც ხელს უწყობს მათი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას. გაზრდილია საათების რაოდენობა იმ საგნებში, რომელიც მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ საატესტატო გამოცდებზე და ეროვნულ გამოცდებზე. ყოველ ორთვეში ერთხელ სწავლა/სწავლების გაუმჯობესების მიზნით სკოლაში ტარდება მონიტორინგული წერები ყველა ძირითად საგანში, რის საფუძველზეც დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს ენიშნებათ დამატებითი მეცადინეობები. ნებისმიერ საგანში აუცილებელი დაძლევის მინიმალურ დონედ (ბარიერი) სკოლის მიერ განსაზღვრულია 5,0 ქულა.

სკოლაში ჩაირიცხებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც გასაუბრებასა და ტესტირებაში მისაღებ(5,0ქ.) შეფასებას დაიმსახურებენ.

სკოლაში პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრა და ჩარიცხვის ეტაპები

  1. 1. პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციისსაბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობისფარგლებში, მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულვადაში.
  2. 2. სკოლა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირველკლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი) მიერ ობიექტურიგარემოებების არსებობის შემთხვევაში სკოლის პირველ კლასში მოსწავლისჩარიცხვის თაობაზე რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ თანხმობის გაცემისშემთხვევაშიც.

პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა და მოსწავლის ჩარიცხვა

  1. 1. პირველ კლასში ჩასარიცხად მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა სკოლას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

    • ა) წერილობითიგანცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოსსკოლისდასახელება, განმცხადებლისვინაობა, საცხოვრებელიადგილიდასაკონტაქტოტელეფონი, მოთხოვნისარსიდაგანცხადებასთანერთადწარმოდგენილიდოკუმენტებისჩამონათვალი;
    • ბ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
    • გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
    • დ) მოსწავლის ფოტოსურათი (3X4);
    • ე) იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
    • ვ) სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
    • ზ) შშმ პირის შემთხვევეაში ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
    • თ) მოსწავლისკანონიერიწარმომადგენელიუფლებამოსილია, წარმოადგინოსსხვადოკუმენტებიც, საჭიროებისშემთხვევაში.
  2. 2. სკოლა მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ დოკუმენტებისწარდგენიდან ორ სამუშაო დღეში განიხილავს დოკუმენტაციას და:

    • ა) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ღილაკის გამოყენებით ადასტურებს, კანონმდებლობით დადგენილი, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტებისმიღებას;
    • ბ) შეუსაბამო ან არასრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მოსწავლის მშობელს/კანონიერწარმომადგენელს, დამატებით განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოფხვრისთვის, არაუმეტეს 5 სამუშაოდღისა;
    • გ) დასაბუთებულ უარს უცხადებს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს წარდგენილიდოკუმენტაციის მიღებაზე.
  3. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სკოლისდირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის პირველკლასში ჩარიცხვის შესახებ.

  4. 4. დადგენილ ვადაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლისმშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლაში პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხადაუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ავტომატურად უქმდება რეგისტრაცია.

სკოლაში (გარდა პირველი კლასისა) მოსწავლეთა ჩარიცხვა

  1. 1. სკოლაში დაწყებითი (გარდა პირველი კლასისა), საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულკლასებში, სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილის შესაბამისად, მოსწავლეთა ჩარიცხვაზე გადაწყვეტილებასიღებს სკოლის დირექტორი.

  2. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემსინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე.