სკოლა ლომისის შესახებ
სკოლის ისტორია
ლომისი1“ 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოში კერძო სკოლების განვითარება მხოლოდ იწყებოდა. მომავალი თაობების აღზრდაში აქტიური მონაწილეობის მიღებისა და ქართული საქმის კეთების სურვილმა „ლომისის“ დაარსება გადაგვაწყვეტინა. ჩვენი სკოლის სახელწოდება დაფუძნების ისტორიას უკავშირდება: ლიცენზია 7 ივნისს, ლომისის წმინდა გიორგის ხსენების დღეს მივიღეთ და ამ ფაქტმა ასახვა სწორედ სახელში ჰპოვა.
სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები
საერო საშუალო სკოლა ,,ლომისი 1″, როგორც ერთიანი სამყაროს ორგანული ნაწილი, ორიენტირებულია მომავლის მდგრადი განვითარების მიზნებზე და საკუთარ მისიად მიაჩნია მოსწავლე-ახალგაზრდები უზრუნველყოს ხარისხიანი განათლებით. ახალი ტექნოლოგიების ათვისება-გამოყენებით გაამრავალფეროვნოს მათი შესაძლებლობები და მიღწევები, ხელი შეუწყოს აზროვნების თეორიულ ევოლუციას, რაციონალურ ქმედებას, მოსწავლეებში საჭირო უნარების განვითარებას, შექმნას სამართლიანი, მშვიდობიანი, უსაფრთხო, ყველა მოსწავლისათვის თანაბარი შესაძლებლობების, განვითარებისა და გამოვლენის ხელშემწყობი სასკოლო გარემო. აღსაზრდელებში ჩამოაყალიბოს პატრიოტიზმის გრძნობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოქალაქეობრივი თვითშეგნება და მოამზადოს ისინი სამოქალაქო-საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის.
ჩვენი მიზანია ბავშვებს მივცეთ ზნეობრიობასთან შერწყმული განათლება!
მისიიდან გამომდინარე, სკოლას შემუშავებული აქვს ხედვა: რომელიც, წარმოადგენს დროში გაწერილ გრძელვადიან მიზანს მისი მიღწევის მექანიზმებით და ეხმარება სტრატეგიული განვითარების გეგმას, რომ სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლების, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის, მატერიალურ ტექნიკური და ადამიანური რესურსების ზრდა/განვითარების,არაფორმალური განათლების გაძლიერებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით აღზარდოს თანამედროვე, შესაბამისი უნარების მქონე ახალი თაობა, რომელიც წარმატებით უპასუხებს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და შეძლებს კონკურენტუნარიან გარემოში თავის დამკვიდრებას.
თავისი მისია-ხედვის განხორციელებისათვის სკოლა ეყრდნობა შემდეგ ღირებულებებს:
- * დემოკრატიულ და და გამჭირვალეობის პრონციპებზე დამყარებული ურთიერთობები;
- * მუდმივი ორიენტირება ზრდა-განვითარებაზე;
- * ინოვაციის, კვლევის და შემოქმედებითობის წახალისება;
- * ურთიერთპატივისცემა და ურთიერთ თანამშრომლობა;
- * ეფექტური კომუნიკაცია და უკუკავშირი ყველა სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
- * ზნეობრიობასთან შერწყმული განათლების უზრუნველყოფა;
მისია-ხედვა-ღირებულებების დოკუმენტი შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ჩართულობით, გაზიარებულია და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. (შექმნილია საინფორმაციო ვიდეო რგოლიც).
სკოლის სიმბოლიკა
ცა გაბრწყინდება, როცა
გავხსნით ლომისის დროშას
თვალში სიხარული მოსჩანს
მედლები ჭკვიანს და ყოჩაღს.
სამშობლოს დავუდოთ ფიცი
წინ წავალთ ცოდნით და ნიჭით
არ გვინდა ამდენი სისხლი
სამშობლოს ფასი ჩვენ ვიცით.
გათენდა დრო არ გვაქვს ფიქრის
ლომისის სკოლა წინ მიჰქრის
მოვიდა დრო წიგნის კითხვის
ლომისის სკოლა წინ მიჰქრის.
ლომისის სკოლა წინ მიჰქრის.
სკოლა ,,ლომისი”-ის გერბზე გამოსახულია ლომისის წმინდა გიორგი. გერბი შექმნილია 2010 წელს, სკოლა ლომისის მოსწავლის, ირაკლი ღობნელიშვილის მიერ.
კათედრები
სკოლას ემსახურება 28 პედაგოგი. უფროსი მასწავლებლის სტატუსით, მათ შორის 2 წამყვანი. ფუნქციონირებს 6 კათედრა: დაწყებითი კლასების კათედრა, ჰუმანიტარულ და საზოგადოებრიც მეცნიერებათა კათედრა, ტექნიკურ მეცნიერებათა კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა, უცხო ენათა კათედრა, სპორტის ესთეტიკური აღზრდის კათედრა.
სასწავლო პროცესი და მეთოდები
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს უახლესი მეთოდებითა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: ჯგუფური მუშაობით, დიალოგის რეჟიმით, პრეზენტაციებით, ლექციური ტიპისა და ინტეგრირებული გაკვეთილებით. მოსწავლეებისთვის სისტემატურად იმართება სხვადასხვა სამეცნიერო და ისტორიულ ფილმების ჩვენება.