სიახლეები

სკოლა „ლომისში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა!

7 ოქტომბერს სკოლა „ლომისში“ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობდა 7 კანდიდატი. არჩევნებში გაიმარჯვა №7 კანდიდატმა — თეკლა არევაძემ (XI კლასი)! ვულოცავთ თეკლას გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას! მადლობას ვუხდით ყველა კანდიდატს აქტიური მონაწილეობისთვის. მოსწავლეები თავად იყვნენ ჩართულნი საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე — ხმის მიცემიდან შედეგების გამოცხადებამდე. ეს იყო დემოკრატიის, პასუხისმგებლობისა და […]
Read More

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ისტორიის პედაგოგმა ნიკოლოზ ჭარხალაშვილმა მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობა გაახსენა.

„ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს“ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ისტორიის პედაგოგმა ნიკოლოზ ჭარხალაშვილმა მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობა გაახსენა. ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირების ფარგლებში განხორციელდა პროექტი – „ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს აფხაზეთის ომის ისტორიული მიმოხილვა, საკუთარი ნამუშევრები და შემოქმედებითი დავალებები. პროექტის ფარგლებში მათ ასევე ჩაატარეს სოციალური კვლევა — ინტერვიუები ქალაქ თბილისის მასშტაბით, ხოლო სტატისტიკური ანალიზის ფარგლებში […]
Read More

სკოლა „ლომისში“ 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო!

სკოლა „ლომისში“ 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო! ახალი სასწავლო წლის პირველი დღე „ლომისში“ საინტერესო აქტივობებით, დადებითი ემოციებითა და შთამბეჭდავი 15 სექტემბრის დილით დაიწყო. განსაკუთრებული მადლობა IT Academy step Georgia , რომელმაც ჩვენს პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება სიმბოლური და სასიამოვნო საჩუქრებით კიდევ უფრო გაუხალისა! ახალ სასწავლო წელს თითოეულ მოსწავლეს, ჩვენს პედაგოგებსა და მშობლებს ვუსურვებთ წარმატებას, უამრავ საინტერესო […]
Read More

საქართველოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში — ყველაზე კონკურენტულ ფაკულტეტებზე!

ამ განსაკუთრებულ და საამაყო წარმატებას ეხმიანება სკოლა „ლომისის“ პედაგოგი და კლასის დამრიგებელი — მარი გოგალაძე, რომელიც თავისი მოსწავლეების ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით ულოცავს. “ჩემო საყვარელო და საამაყო ბავშვებო, დღეს ჩემი გული უსაზღვრო სიამაყითა და ბედნიერებით არის სავსე. ეროვნული გამოცდების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რაც მე ყოველთვის ვიცოდი — თქვენ საუკეთესოები ხართ! […]
Read More

2025-2026 სასწავლო წლის შეჯამება — მიღწევები, გამოწვევები და ახალი მიზნები.

სკოლა „ლომისის“ დირექციამ და კათედრების ხელმძღვანელებმა მშობლებსა და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს წლის ანგარიში და განვითარების სამომავლო ხედვა. ერთად მიღწეული წარმატებები — ახალი გამარჯვებების საფუძველია.
Read More

სკოლა „ლომისის“ მე-4 კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებული და ემოციებით სავსე გამოსაშვები ღონისძიება გამართეს.

სკოლა „ლომისის“ მე-4 კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებული და ემოციებით სავსე გამოსაშვები ღონისძიება გამართეს. ეს დღე იყო სიხარულის, სიამაყისა და ლამაზი მოგონებების დღესასწაული. დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას დამრიგებელს, მარი გაჩეჩილაძეს, სიყვარულისთვის, მზრუნველობისთვის და იმ ცოდნისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში გულით გაუზიარა ბავშვებს. დღეს ერთი ლამაზი ეტაპი დასრულდა და ახალი თავგადასავლების კარი გაიღო. ვუსურვებთ ჩვენს პატარებს წარმატებულ, ბედნიერ […]
Read More

სკოლა „ლომისში“ მორიგი საინტერესო და შთამბეჭდავი აქტივობა გაიმართა, რომელიც ქართულ ტრადიციებსა და ეროვნულ ღირებულებებს ეფუძნებოდა

სკოლა „ლომისში“ მორიგი საინტერესო და შთამბეჭდავი აქტივობა გაიმართა, რომელიც ქართულ ტრადიციებსა და ეროვნულ ღირებულებებს ეფუძნებოდა მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურა, სტუმართმოყვარეობა და ის ფასეულობები, რომლებიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ფესვების ცოდნა და მათი პატივისცემა. ასეთი აქტივობები არა მხოლოდ ცოდნას ამდიდრებს, არამედ ბავშვებში აყალიბებს სიყვარულს სამშობლოს, ტრადიციებისა […]
Read More

საქართველოს მასშტაბით გამართულ ინტელექტუალურ ჩემპიონატში „ტვინების ბრძოლა“

ლომისობის დღე ჩვენი სკოლისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო! საქართველოს მასშტაბით გამართულ ინტელექტუალურ ჩემპიონატში „ტვინების ბრძოლა“, სადაც მონაწილეობას დაახლოებით 2000 გუნდი იღებდა,ჩვენი სკოლის გუნდმა „აზარტულებმა“ ღირსეული III ადგილი მოიპოვა. ეს გამარჯვება მხოლოდ საპრიზო ადგილი არ არის — ეს არის ცოდნის, შრომის, მიზანდასახულობისა და მუდმივი განვითარების სურვილის აღიარება. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი სკოლის, ჩვენი თემისა და […]
Read More

გილოცავთ ლომისობას!

ლომისობას ვულოცავ ყველა ლომისელს და სრულიად საქართველოს! დაე, ეს მადლიანი დღე იყოს მშვიდობის, ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი თითოეული ოჯახისთვის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, გააძლიეროს ერთობა და სიყვარული ჩვენს გულებში. გილოცავთ ლომისობას!
Read More

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლა „ლომისში“

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლა „ლომისში“ დღეს სკოლა სკოლა „ლომისში” სიხარულით აღვნიშნეთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ვულოცავთ ყველა ბავშვს ამ განსაკუთრებულ დღეს! გისურვებთ ბედნიერ, ლაღ და ფერად ბავშვობას, ჯანმრთელობას, სიყვარულსა და წარმატებებს. დაე, თქვენი ყოველი დღე სავსე იყოს ღიმილით, ოცნებებითა და სასიამოვნო თავგადასავლებით. გილოცავთ 1 ივნისს!
Read More