წელი: 2026

ფესტივალ „სარკეს“ ფარგლებში, ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა სკოლა „ლომისის“ საპატიო სტუმარი — დიდი პედაგოგი, გამორჩეული ადამიანი, მოსწავლეებში ფასეულობების დამკვიდრებისა და აზროვნების მაგალითი, ბატონი გია მურღულია.

ფესტივალ „სარკეს“ ფარგლებში, ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა სკოლა „ლომისის“ საპატიო სტუმარი — დიდი პედაგოგი, გამორჩეული ადამიანი, მოსწავლეებში ფასეულობების დამკვიდრებისა და აზროვნების მაგალითი, ბატონი გია მურღულია. მისი სტუმრობა ჩვენთვის განსაკუთრებული პატივი და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. შეხვედრა სავსე იყო სიღრმისეული აზრებით, შთაგონებითა და იმ ღირებულებებით, რაც თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლისთვის უმნიშვნელოვანესია. გვახარებს ისიც, რომ ბატონმა გიამ ჩვენს სკოლასა […]
Read More

ფესტივალი „სარკე“ — დღე 2 ახალი ისტორიები, ახალი განცდები და ბევრი შთაგონება

სკოლა “ლომისი” და თეატრალური ფესტივალი “სარკე” – დღეს განსაკუთრებული დღეა! ჩვენთან სტუმრად მობრძანდა სკოლისთვის საპატიო სტუმარი ბატონი გია მურღულია, რომელმაც ფესტივალი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. ფესტივალის ჟიურიში მონაწილეობენ გამოცდილი მსახიობები და რეჟისორები, რომლებიც აფასებენ ჩვენი მოსწავლეების ნიჭსა და შემოქმედებას. პროექტის ავტორი – მანანა ამბროლაძე, პედაგოგი და ხელოვნების მიმართულებით დირექტორის მოადგილე. პროექტის განვრცობის იდეა და ორგანიზატორობა […]
Read More

ფესტივალი „სარკე“ სკოლა „ლომისში“ წარმატებით დაიწყო!

პირველი დღე უკვე დასრულდა — სავსე ემოციებით, საინტერესო წარმოდგენებით და ახალგაზრდების გულწრფელი თვითგამოხატვით. ფესტივალის ბოლოს რეჟისორმა გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა, რომ ასეთი ფესტივალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რათა თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი. მეორე დღე კი გველოდება — კიდევ უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი მომენტებით!
Read More

სიახლე სკოლა ლომისიდან! English Book Education-თან თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლა ლომისში წარმატებით დაინერგა Pearson-ის საერთაშორისო ‘Level Test’.

სიახლე სკოლა ლომისიდან! English Book Education-თან თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლა ლომისში წარმატებით დაინერგა Pearson-ის საერთაშორისო ‘Level Test’. ტესტირება ჩატარდა VII – XI კლასის ჩათვლით და მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ობიექტურად შეეფასებინათ საკუთარი ცოდნა. ‘Level Test’ მოიცავს სამ უნარ-ჩვევას: Reading Listening Writing ტესტი შექმნილია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებით და ამოწმებს მოსწავლის ინგლისური ენის კომპეტენციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ‘Level Test’ […]
Read More

25 თებერვალი… დღე, რომელმაც მძიმე კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში.

25 თებერვალი… დღე, რომელმაც მძიმე კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. დღე, რომელიც გვახსენებს თავისუფლების ფასს, ტკივილსა და გმირობას. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენს სკოლაში განხორციელდა პროექტი — „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ მოსწავლეებმა გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენები, იმსჯელეს საქართველოს ოკუპაციაზე, იმ ეპოქის ტრაგედიასა და იმ ადამიანებზე, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოლეს. პროექტი იყო ემოციური, შემეცნებითი და […]
Read More

სკოლა „ლომისის“ მოსწავლეები თიხის მასტერკლასზე

ჩვენი შემოქმედებითი და ცნობისმოყვარე მოსწავლეები თიხის მასტერკლასში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს უნიკალური ნამუშევრები, განავითარეს ფანტაზია, კონცენტრაცია და გუნდური მუშაობის უნარები. თიხაზე მუშაობა არა მხოლოდ სასიამოვნო პროცესია, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია შემოქმედებითი აზროვნებისა და მოტორული უნარების განვითარების გზაზე. თითოეულმა მონაწილემ შეძლო საკუთარი იდეების გაცოცხლება და შედეგით სიამაყე. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს აქტიურობასა და […]
Read More

სკოლა „ლომისის“ მოსწავლეები, დამრიგებელ თეა ქვრივიშვილთან ერთად, ექსპერიმენტარიუმში იმყოფებოდნენ.

სკოლა „ლომისის“ მოსწავლეები, დამრიგებელ თეა ქვრივიშვილთან ერთად, ექსპერიმენტარიუმში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა ინტერაქტიული სივრცე, გაეცნენ მეცნიერების საინტერესო სამყაროს და აქტიურად ჩაერთნენ პრაქტიკულ საქმიანობაში. ვიზიტის ბოლოს კი თავადაც ჩაატარეს საინტერესო ცდები, რამაც მათ ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო გაუღრმავა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სწავლას პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებით და მოსწავლეებში კვლევითი ინტერესის გაღვივებას.
Read More

სკოლა “ლომისის” ინგლისური ენის პედაგოგები დაესწრნენ “ENGLISH BOOK EDUCATION”-ის მიერ ორგანიზებულ მორიგ საგანმანათლებლო კონფერენციას

სიხარულით ვაზიარებთ სიახლეს! სკოლა “ლომისის” ინგლისური ენის პედაგოგები დაესწრნენ “ENGLISH BOOK EDUCATION”-ის მიერ ორგანიზებულ მორიგ საგანმანათლებლო კონფერენციას, სადაც გაეცნენ 2026 წლის სახელმძღვანელოების სიახლეებსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს. კონფერენციის ფარგლებში ასე ვე გაიმართა მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრა. ჩვენი პედაგოგები აქტიურად ეცნობიან ინოვაციურ რესურსებს, […]
Read More

ერთი ოჯახი, ორი შვილი და ორივე ოლიმპიადის პირველადგილოსანი.

ერთი ოჯახი, ორი შვილი და ორივე ოლიმპიადის პირველადგილოსანი. ამ შთამბეჭდავი წარმატების უკან დგას დაუღალავი შრომა, მიზანდასახულობა, ცოდნის სიყვარული და პედაგოგების პროფესიონალიზმი და გულწრფელი მხარდაჭერა. სწორედ ასეთი ერთობლივი ძალისხმევა ქმნის დიდ შედეგებს და გვაძლევს საამაყო მიზეზს. გვიხარია, რომ ამ გამარჯვებაში ერთიანად არის ჩადებული ოჯახის, მოსწავლეების და მასწავლებლების ძალა, ნდობა და თავდადება. ჩვენო საამაყოებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ […]
Read More

კერძო სკოლა „ლომისმა“ მიიღო მონაწილეობა რეგიონში პედაგოგების პირველ სამეწარმეო პროექტში, რომელიც MIT-ის მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული

სიამაყით ვაცხადებთ, რომ კერძო სკოლა „ლომისმა“ მიიღო მონაწილეობა რეგიონში პედაგოგების პირველ სამეწარმეო პროექტში, რომელიც MIT-ის მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული ჩვენი სკოლა წარმატებით დაჯილდოვდა SEU-სა და Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ორმაგი სერტიფიკატით, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე, ანტრეპრენერული განათლებისკენ. „ლომისი“ აგრძელებს ინოვაციებზე, ხარისხსა და გლობალურ სტანდარტებზე ორიენტირებულ განვითარებას.
Read More