თვითმმართველობა

სკოლის თვითმმართველობა

სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობა

 

„სკოლა „ლომისი1“-ის განახლებული თვითმმართველობა ფუნქციონირებს 2020 წლიდან. თვითმმართველობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების მოტივირებაზე, განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვა. მიზნის მისაღწევად თვითმმართველობამ ჩაატარა არაერთი საინტერესო ღონისძიება, პროექტი, ტრენინგი თუ სემინარი. ჩვენი თვითმმართველობის აქტივობებში ჩართულნი იყვნენ, როგორც ჩვენი სკოლის, ასევე საქართველოს სხვა კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები. თვითმმართველობის გუნდი შედგება პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და შემდეგი კომიტეტებისგან: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სპორტისა და კულტურული აქტივობების და ჟურნალისტური კლუბისგან.“- თეიმურაზ ხოჯაშვილი, თვითმმართველობის ამჟამინდელი პრეზიდენტი.