სკოლა ლომისში გაიმართა დაუვიწყარი საახალწლო მეჯლისი
სკოლა ლომისში გაიმართა დაუვიწყარი საახალწლო მეჯლისი, სადაც პატარებმა თავიანთი ნიჭი, სიხარული და შემოქმედება ულამაზესი ჩვენებებითა და ნომრებით წარმოგვიდგინეს.ღონისძიება სავსე იყო სიცილით, ემოციებითა და საახალწლო განწყობით. პატარა ლომისელებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რამდენად დიდი სითბო, ენერგია და იმედი აქვთ გულში.მადლობა ყველა მონაწილეს, მასწავლებლებსა და მშობლებს ამ ჯადოსნური დღის შექმნისთვის. ულამაზესო ლომისელებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!






