თვე: მარტი 2025

სკოლა “ლომისის” ფეხბურთის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა სასკოლო ლიგაზე!

ლევან ლორია სოციალურ ქსელში ულოცავს მხარდამჭერებს და თითოეულ “ლომისელს” ამ გამარჯვებას. ვრცლად იხილეთ “როცა წვიმდა, ჩვენ ვვარჯიშობდით, როცა ქარი იყო მაშინაც… როცა სხვა ისვენებდა , ჩვენ ვშრომობდით და შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი… სასკოლო ლიგა, 2024-2025 მესამე ტური – სკოლა ლომისი – 89-ე საჯარო სკოლა 2 : 1 გოლები: ნიკოლოზ ჩიტაშვილი (ასისტი ნიკოლოზ კუკავა) , ირაკლი […]
Read More

სახალისო და მრავალფეროვანი გაკვეთილი ჩატარდა მე-2 კლასში.

ნინო თოდუამ ბუნების გაკვეთილზე საინტერესო ცდა ჩაატარა , რამაც მოსწავლეების აღფრთოვანება გამოიწვია. როგორ შეიძლება დაელია ჭიქას წყალი ? როგორ შეიძლება წყლით სავსე ჭიქა ამოვაბრუნოთ ისე, რომ წვეთი წყალი არ დაიღვაროს ? ამ კითხვებზე პასუხი #ლომისელებმა იციან წარმატებები ნინო მასწავლებელს და ჩვენ პატარა და თანაც ძალიან ჭკვიან მოსწავლეებს
Read More

I (ბ) და III (ბ) კლასის მოსწავლეება საინტერესო ღონისძიება გამართეს, რომელიც დედებს მიუძღვნეს

I (ბ) და III (ბ) კლასის მოსწავლეება საინტერესო ღონისძიება გამართეს, რომელიც დედებს მიუძღვნეს “ ,,ერთმა ბრძენმა თქვა: “საუკეთესო წამალი ადამიანისთვის – სიყვარული და მზრუნველობაა.” ვიღაცამ უეცრად კითხვა წამოჭრა: “და თუ არ უშველის?!” ბრძენმა უპასუხა: “დოზა გაზარდეთ.” და ჩვენ გავზარდეთ დოზა შევძელით ჩვენი თვალჟუჟუნა დედიკოებისთვის სიყვარული გვეჩუქებინა….” წერს “ლომისელი” მასწავლებელი და დამრიგებელი მარინე გაჩეჩილაძე.
Read More

დედის დღე და გაზაფხული ერთად მიულოცეს მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედებს

დედის დღე და გაზაფხული ერთად მიულოცეს მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედებს კლასის დამრიგებელმა #ლომისელმა მასწავლებელმა ნინო თოდუამ წინასწარ მოამზადებინა მოსწავლეებს მისალოცი ბარათი და ღონისძიებაზე დაურიგა #დედებს ცეკვებითა და სიმღერებით გამრავალფეროვნებული ღონისძიება და ბედნიერი მშობლები
Read More

ლომისელები გაზაფხულის მოსვლასა და დედის დღეს მხიარულად და შემოქმედებითად შეხვდნენ. Iა კლასის მოსწავლეებმა სრულიად განსხვავებული შინაარსით წარმოადგინეს ზღაპარი ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა”.

ლომისელები გაზაფხულის მოსვლასა და დედის დღეს მხიარულად და შემოქმედებითად შეხვდნენ. Iა კლასის მოსწავლეებმა სრულიად განსხვავებული შინაარსით წარმოადგინეს ზღაპარი ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა”. იის კეთილსურნელებამ ჯადოქრის გულიც კი გაათბო და ყველაფერი კეთილად დამთავრდა. პატარებმა სიმღერებით, ლექსებითა და თავიანთი პატარა ხელებით დამზადებული სამახსოვრო ბარათებით მიულოცეს დედიკოებს 3 მარტი.
Read More