5 მაისი – ასთმის მსოფლიო დღე

🫁
🫁ასთმის მსოფლიო დღე, ასთმის გლობალური ინიციატივის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველწლიურად მაისის პირველ სამშაბათს აღინიშნება და მისი მიზანია ასთმის შესახებ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში.
🫁ასთმა საკმაოდ გავრცელებული ქრონიკული რესპირაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის გაძნელება, ქოშინი და შეხუთვის შეტევითი და განმეორებითი ეპიზოდები სხვადასხვა სიმძიმითა და სიხშირით.
🫁სკოლა ლომისის მე-10 ბ კლასის
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც საფუძვლიანად განიხილეს ასთმის ეტიოლოგია, სიმპტომატიკა, პრევენციის საშუალებები და დაავადების მართვის ძირითადი პრინციპები.