შემოდგომის ფერებით გაჯერებულ გარემოში მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა სამ საინტერესო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. გაკვეთილი იყო ემოციურად დატვირთული. უკეთ შეიმეცნეს მცენარის ორგანოები.
როგორც პედაგოგი ნინო თოდუა ამბობს – სწავლის ეს ფორმა მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა უნარის კომპლექსურად და ერთობლივად განვითარებაში. მეტი: პედაგოგი არჩევს ტექსტს, რომელსაც ასურათებს, შემდეგ კინძავს და აძლევს წიგნის ფორმას. ეცნობიან ილუსტრაციებს და მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს რაზეა ტექსტი.
მე-2 კლასის მოსწავლე, ჩვენი პატარა ლომისელის მათე მამაიაშვილის პერსონალური გამოფენა თითოეული ნამუშევარი მას ეკუთვნის. მათეს წახალისებისთვის და მოტივაციის ასამაღლებლად დამრიგებელმა ნინო თოდუამ ასეთი ლამაზი გამოფენა მოუწყო, ხოლო სკოლის დირექტორმა მას წარმატებები უსურვა.
სამაგიდო თამაში “ფინანსური ასოციაციობანას” მიზანი ახალგაზრდებში ფინანსური და სამეწარმეო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა. ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინედუსთან
სკოლა “ლომისის” დირექტორმა ოქროს მედლები გადასცა ჩვენს მოსწავლეებს და კიდევ ერთხელ წარმატებები უსურვა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში (მედალოსნები არასრული შემადგენლობით)
1-ა კლასი სტუმრად საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში. მოსწავლეებმა მოისმინეს მინი ლექცია მარიონეტების შექმნის ისტორიაზე. მოსწავლეებმა პატარა ხელებით დაამზადეს ჩიპოლინოს მარიონეტი თოჯინა. ბავშვებმა ხალისითა და მონდომებით ასრულებდნენ მიცემულ დავალებას
სკოლა “ლომისის” გერმაული ენის მასწავლებლები ამჟამად ესწრებიან გერმანული ენის პედაგოგების დღეს. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობენ საერთაშორისო სემინარებში, რათა ჩვენ მოსწავლეებს შესთავაზონ კიდევ უფრო სასარგებლო, თანამედროვე მეოდები და სახალისო გაკვეთილი.
კერძო სკოლა “ლომისის” დირექტორის და ფილოსოფოსის თამარ ბარძიმაშვილის მასტერკლასების სერია დაიწყო! მასტერკლასები განკუთვნილია “მშობელთა ჰაბის” მონაწილეებისთვის და პედაგოგებისთვის. შეხვედრების პირველი სერიის თემაა: “პიროვნება, თვითშეფასება და პიროვნების რეალიზაციის პრობლემები” შეხვედრას ათობით მშობელი და პედაგოგი ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებისგან საოცრად დადებითი უკუკავშირი მივიღეთ. გთავაზობთ “მშობელთა ჰაბის” ერთ-ერთი მონაწილე მშობლის კომენტარს. “მინდა მოკლედ შევეხო დღევანდელ დღეს, […]
ასტრიდ ლინდგრენი – მწერალი ქალი, რომელმაც ჩვენს პლანეტაზე არაერთ ბავშვს გაულამაზა ცხოვრება. ადამიანი, რომელმაც კარლსონი, პეპი, ლიონბერგელი ემილი და სხვა დაუვიწყარი გმირები შექმნა… დღეს ამ შესანიშნავი შვედი ქალბატონის დაბადების დღეა.