სკოლა „ლომისი“ კვლავ პირველია! 

უდიდესი სიხარულით ვულოცავთ ჩვენი სკოლის გუნდებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას! 
რეგიონალურ პირველობაზე, ჩვენი მერვეკლასელთა გუნდი „აზარტულები“ დამაჯერებლად დაეუფლა პირველ ადგილს! დემეტრე ჯაღმაიძე,
ელისაბედ კვიტაიშვილი
ანდრია მიქიაშვილი
ეკატერინე ნოზაძე
გიორგი პაპავა
ასევე განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი მეხუთეკლასელთა გუნდების წარმატებაც, რომლებმაც ღირსეულად იასპარეზეს 
დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს მონდომებისთვის, მშობლებს მხარდაჭერისთვის, მასწავლებლებს დაუღალავი შრომისთვის და სკოლის დირექციასა და თვითმმართველობას გვერდში დგომისთვის 
ჩვენ გვჯერა, რომ წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველის! 


