თვე: ოქტომბერი 2024

წარმატებები ჩვენი სკოლის ბიოლოგიის კლუბს და ხელმძღვანელს, ბიოლოგიის პედაგოგს მარიამ არაბიძეს

29 ოქტომბერს, სკოლა ლომისის ბიოლოგიის კლუბის მე-11 კლასის მოსწავლეები, ხელმძღვანელთან – მარიამ არაბიძესთან ერთად ესტუმრნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტს. კლუბის წევრები შეხვდნენ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ასოცირებულ პროფესორს მარინა ზარქუას, რომლის უშუალო ჩართულობით მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ფარმაციის და ქიმიის ლაბორატორიები. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ ამავე უნივერსიტეტის ლექტორის […]
Read More

ასეთი ფერადი და ლამაზი შემოდგომა ვიცით თითოეულ პედაგოგს, მოსწავლესა და მათ მშობლებს გვსურს მადლობა გადავუხადოთ, რომ ასეთი საშემოდგომო დღე ვაჩუქეთ ერთმანეთს “ლომისელებმა” სული გავუთბეთ გრძნობებით, სიტყვებით, ლამაზი და ფერადი აქტივობებით, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მოსულ სტუმრებს
Read More

სკოლა “ლომისის” მოსწავლეთა თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის შეფასება ამერიკელი მოხალისე პროფესორების შეხვედრისა და ინგლისური ენის პრაქტიკული გაკვეთილების (პროგრამის) დასრულების შემდეგ

“13-20 ოქტომრის განმავლობაში ჩვენი სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ CRU GEORGIA-ს მიერ ორგანიზებულ ინგლისურის პრაქტიკილ კურსს.შეხვედრას უძღვებოდნენ ამერიკიდან ჩამოსული მოხალისე პროფესორები.მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის გადაეცათ განვლილი კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ეს პროექტი თითოეული ჩვენგანისთვის იყო ძალიან საინტერესო, მივიღეთ დიდი გამოცდილება და უმოკლეს დროში ჩვენ შევძელით გაგვეუბჯობესებინა სასაუბრო ინგლისური,რაც მთავარია ორგანიზატორებისგან იგრძნობოდა სიყვარული და 1-კვირის განმავლობაში მათ გვასიამოვნეს თავიანთი ისტორიებითა […]
Read More

კერძო სკოლა “ლომისის” მოსწავლეები ამერიკიდან ჩამოსულ მოხალისე პროფესორებს შეხვდნენ!

კერძო სკოლა “ლომისის” მოსწავლეები ამერიკიდან ჩამოსულ მოხალისე პროფესორებს შეხვდნენ! “რამდენიმე დღის წინ ჩამოსულ ამერიკელ მოხალისეებს ჩვენი მოსწავლეები შეხვდნენ. აქტიური ტრენინგების მიზანი ახალგაზრდებში ინგლისური ენის განვითარება და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება იყო. როცა გაქვს ცოდნა (ფლობ უცხო ენას) და უნარი (გაბედო, ალაპარაკდე სხვა ენაზე და შენს ცოდნას თავი მოუყარო) , ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალება მსგავსი პირისპირ […]
Read More

სკოლა “ლომისის” მოსწავლეები პირველ კონცეპტ სივრცე საქართველოში “ესკის” ეწვივნენ!

სკოლა “ლომისის” მოსწავლეები პირველ კონცეპტ სივრცე საქართველოში “ესკის” ეწვივნენ! აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია European Union in Georgia (ევროკავშირი საქართველოსთვის) , EU neighbours east და ინიციატივა “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის ყველაზე დიდი საკომუნიკაციო პროგრამის, ინიციატივა “ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” კოორდინატორი საქართველოში , მაკა სართანია; სოციალურ საწარმოთა ალიანსის ხელმძღვანელი, სოციალური საწარმო “ესკის” დამფუძნებელი, სალომე კუსიანი.
Read More

გილოცავთ მასწავლებლის დღეს!

გამორჩეულად ვულოცავთ ჩვენ პედაგოგებს. განსაკუთრებულად ამაყები ვართ, რადგან გვყავს მასწავლებლები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება 1995 წელს დაარსებულ სკოლა “ლომისს” მიუძღვნეს და აგერ უკვე 15,20,25 და მეტი წელია ემსახურებიან ამ სკოლის მთავარ მიზანს რომ ბავშვებს მივცეთ ზნეობრიობასთან შერწყმული განათლება და გავხადოთ მომავალი ყველასთვის უკეთესი. ერთად მივულოცოთ მასწავლებლებს პროფესიული დღე
Read More

სკოლა “ლომისის” მოსწავლეები ეწვევიან პირველ კონცეპტ სივრცეს საქართველოში.

სკოლა “ლომისის” მოსწავლეები ეწვევიან პირველ კონცეპტ სივრცეს საქართველოში. ესკი მრავალფეროვანი სოციალური მისიების მქონე საწარმოების მრავალფეროვან ხელნაკეთ პროდუქციას აერთიანებს. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: რასთან ასოცირდება მეწარმეობის დაწყება; რა უნარებია საჭირო რომ იყო წარმატებული მეწარმე; ევროკავშირის მხარდაჭერა “ესკის”. პროექტის მხარდამჭერი: European Union in Georgia (ევროკავშირი საქართველოსთვის) EU neighbours east
Read More