ჩვენთან სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე მიმდინაროებს: დაწყებითი (1-6,), საბაზისო (7-9) და საშუალო (10-12). განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უცხო ენებსა და მათემატიკას. ინგლისური ენის შესწავლას მოსწავლეები პირველი კლასიდან იწყებენ, რუსულს–მესამე, ხოლო გერმანულს–მეხუთე კლასიდან. უცხო ენებსა და მათემატიკაში კლასები იყოფიან ორ ჯგუფად. მოსწავლეები აგრეთვე გადიან არჩევით საგნებს: ფოლკლორი, მითოლოგიისა და რელიგიის ისტორია. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პიროვნების აღზრდას. ამ მიზნით დაწყებით კლასებში ისწავლება ქცევისა და მეტყველების კულტურა.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს უახლესი მეთოდებითა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: ჯგუფური მუშაობით, დიალოგის რეჟიმით, პრეზენტაციებით, ლექციური ტიპისა და ინტეგრირებული გაკვეთილებით. მოსწავლეებისთვის სისტემატურად იმართება სხვადასხვა სამეცნიერო და ისტორიულ ფილმების ჩვენება.
ფუნქციონირებს სწავლება გახანგრძლივებულ რეჟიმშიც, რომელიც მოსწავლის სკოლაში ყოფნას საღამოს 6 საათამდე გულისხმობს. ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან ერთჯერადი კვებით. გახანგრძლივებული ჯგუფები დაყოფილია ასაკის მიხედვით: პირველი კლასები იზოლირებულია, დანარჩენი კლასები კი გაერთიანებულია შემდეგი სახით: 2-3, 4-5, 6-7. გახანგძლივებულ ჯგუფებში ტარდება უცხოენების გაკვეთილები.
ჩვენ აქტრიურად ვზრუნავთ აბიტურიენტების მომზადებაზეც. მე–12 კლასელებს კვირაში ოთხჯერ უტარდებათ აბიტური, ისინი გადიან ზოგად უნარებსაც, რაც ხელს უწყობს მათი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას. გაზრდილია საათების რაოდენობა იმ საგნებში, რომელიც მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ საატესტატო გამოცდებზე და ეროვნულ გამოცდებზე. ყოველ ორთვეში ერთხელ სწავლა/სწავლების გაუმჯობესების მიზნით სკოლაში ტარდება მონიტორინგული წერები ყველა ძირითად საგანში, რის საფუძველზეც დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს ენიშნებათ დამატებითი მეცადინეობები. ნებისმიერ საგანში აუცილებელი დაძლევის მინიმალურ დონედ (ბარიერი) სკოლის მიერ განსაზღვრულია 5,6 ქულა.
სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით მე-5 – მე-12 კლასებში წელიწადში ოთხჯერ ყველა ძირითად საგანში ტარდება მონიტორინგული წერები, რომელსაც შემაჯამებელი წერის წონა აქვს.
მონიტორინგული წერების შედეგები წარმატებულად ითვლება, როცა საგნებში დაწერილია მხოლოდ 9 და 10 ქულა. მონიტორინგების შედეგები კარგია, როცა ყველა საგნის ქულა არ არის 8 ქულის ქვემოთ. მონიტორინგების შედეგები დამაკმაყოფილებლად ითვლება, როცა არც ერთი ნიშანი ბარიერს ქვემოთ (6ქულა) არ არის დაწერილი. მონიტორინგების შედეგები არადამაკმაყოფილებლად ითვლება, როცა ქულები ბარიერს ქვემოთ (6 ქულა ) არის დაწერილი.