ახალი სასწავლო წლის პირველი დღე „ლომისში“ საინტერესო აქტივობებით, დადებითი ემოციებითა და შთამბეჭდავი 15 სექტემბრის დილით დაიწყო.
განსაკუთრებული მადლობა IT Academy step Georgia , რომელმაც ჩვენს პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება სიმბოლური და სასიამოვნო საჩუქრებით კიდევ უფრო გაუხალისა!
ახალ სასწავლო წელს თითოეულ მოსწავლეს, ჩვენს პედაგოგებსა და მშობლებს ვუსურვებთ წარმატებას, უამრავ საინტერესო აღმოჩენას, ბედნიერ დღეებსა და მშვიდ, უსაფრთხო და მხარდამჭერ სასწავლო გარემოს!
წარმატებული და ბედნიერი სასწავლო წელი, „ლომისელებო“!