სიახლეები

სკოლა „ლომისის“ მოსწავლეებმა კიდევ ერთი საინტერესო და შემეცნებითი დღე გაატარეს ბუნების გაკვეთილზე

სკოლა „ლომისის“ მოსწავლეებმა კიდევ ერთი საინტერესო და შემეცნებითი დღე გაატარეს ბუნების გაკვეთილზე მათ შეისწავლეს „ხერხემლიანი ცხოველები“, გაეცნენ ბუნებაში არსებულ ანომალიებს და „წითელ წიგნს“, სადაც დაცული სახეობებია წარმოდგენილი დღის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და მინერალების მუზეუმი. სკოლა „ლომისში“ სწავლა ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანია
Read More

სკოლა „ლომისი“ გულითადად ულოცავს ყველას ქართული ენის დღეს!

14 აპრილი — ქართული ენის დღე სკოლა „ლომისი“ გულითადად ულოცავს ყველას ქართული ენის დღეს! ეს დღე გვახსენებს, რამდენად ფასეულია ჩვენი ენა — ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილი. ქართული ენა არის ის სიმდიდრე, რომელიც თაობებს აერთიანებს და ჩვენს მომავალს აძლიერებს. გისურვებთ, მუდამ გვესმოდეს და გვიყვარდეს ჩვენი მშობლიური ენა, ვიზრუნოთ მის განვითარებასა და შენარჩუნებაზე. ვულოცავთ […]
Read More

ასე მოვეფერეთ ჩვენს ულამაზესსა და ტკბილ ქართულ ენას

სანთლის შეზავება სურნელოვან ზეთებთან, ჭიქების დეკუპაჟი და სანთლისგან დამზადებული „ი“ და „ა“ ასობგერები — შედეგი მართლაც საოცარი გამოვიდა ასე მოვეფერეთ ჩვენს ულამაზესსა და ტკბილ ქართულ ენას მე-2 ბ და მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და შემოქმედებითი მიდგომით იმუშავეს. მათ ასევე შექმნეს გაზაფხულის თემატიკაზე შთაგონებული ნამუშევრები და გააფერადეს ულამაზესი ყვავილები ვულოცავთ ბავშვებს ასეთ შთამბეჭდავ შედეგს და მადლობას ვუხდით […]
Read More

დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩვენს სკოლაში ყველა კლასი აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩვენს სკოლაში ყველა კლასი აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში ეს განსაკუთრებული დღე კიდევ ერთხელ გახდა მიზეზი, რომ ერთიანად შეგვეყვარებინა და გვეამაყა ჩვენი ულამაზესი ქართული ენა. დედაენის დღემ მთელი სკოლა გააერთიანა — სიხარულით, შემოქმედებითობითა და ერთმანეთის მხარდაჭერით მორიგი საინტერესო და დასამახსოვრებელი აქტივობა, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი ერთიანობა და ქართული ენის […]
Read More

ფესტივალ „სარკეს“ ფარგლებში, ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა სკოლა „ლომისის“ საპატიო სტუმარი — დიდი პედაგოგი, გამორჩეული ადამიანი, მოსწავლეებში ფასეულობების დამკვიდრებისა და აზროვნების მაგალითი, ბატონი გია მურღულია.

ფესტივალ „სარკეს“ ფარგლებში, ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა სკოლა „ლომისის“ საპატიო სტუმარი — დიდი პედაგოგი, გამორჩეული ადამიანი, მოსწავლეებში ფასეულობების დამკვიდრებისა და აზროვნების მაგალითი, ბატონი გია მურღულია. მისი სტუმრობა ჩვენთვის განსაკუთრებული პატივი და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. შეხვედრა სავსე იყო სიღრმისეული აზრებით, შთაგონებითა და იმ ღირებულებებით, რაც თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლისთვის უმნიშვნელოვანესია. გვახარებს ისიც, რომ ბატონმა გიამ ჩვენს სკოლასა […]
Read More

ფესტივალი „სარკე“ — დღე 2 ახალი ისტორიები, ახალი განცდები და ბევრი შთაგონება

სკოლა “ლომისი” და თეატრალური ფესტივალი “სარკე” – დღეს განსაკუთრებული დღეა! ჩვენთან სტუმრად მობრძანდა სკოლისთვის საპატიო სტუმარი ბატონი გია მურღულია, რომელმაც ფესტივალი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. ფესტივალის ჟიურიში მონაწილეობენ გამოცდილი მსახიობები და რეჟისორები, რომლებიც აფასებენ ჩვენი მოსწავლეების ნიჭსა და შემოქმედებას. პროექტის ავტორი – მანანა ამბროლაძე, პედაგოგი და ხელოვნების მიმართულებით დირექტორის მოადგილე. პროექტის განვრცობის იდეა და ორგანიზატორობა […]
Read More

ფესტივალი „სარკე“ სკოლა „ლომისში“ წარმატებით დაიწყო!

პირველი დღე უკვე დასრულდა — სავსე ემოციებით, საინტერესო წარმოდგენებით და ახალგაზრდების გულწრფელი თვითგამოხატვით. ფესტივალის ბოლოს რეჟისორმა გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა, რომ ასეთი ფესტივალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რათა თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი. მეორე დღე კი გველოდება — კიდევ უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი მომენტებით!
Read More

სიახლე სკოლა ლომისიდან! English Book Education-თან თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლა ლომისში წარმატებით დაინერგა Pearson-ის საერთაშორისო ‘Level Test’.

სიახლე სკოლა ლომისიდან! English Book Education-თან თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლა ლომისში წარმატებით დაინერგა Pearson-ის საერთაშორისო ‘Level Test’. ტესტირება ჩატარდა VII – XI კლასის ჩათვლით და მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ობიექტურად შეეფასებინათ საკუთარი ცოდნა. ‘Level Test’ მოიცავს სამ უნარ-ჩვევას: Reading Listening Writing ტესტი შექმნილია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებით და ამოწმებს მოსწავლის ინგლისური ენის კომპეტენციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ‘Level Test’ […]
Read More

25 თებერვალი… დღე, რომელმაც მძიმე კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში.

25 თებერვალი… დღე, რომელმაც მძიმე კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. დღე, რომელიც გვახსენებს თავისუფლების ფასს, ტკივილსა და გმირობას. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენს სკოლაში განხორციელდა პროექტი — „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ მოსწავლეებმა გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენები, იმსჯელეს საქართველოს ოკუპაციაზე, იმ ეპოქის ტრაგედიასა და იმ ადამიანებზე, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოლეს. პროექტი იყო ემოციური, შემეცნებითი და […]
Read More

სკოლა „ლომისის“ მოსწავლეები თიხის მასტერკლასზე

ჩვენი შემოქმედებითი და ცნობისმოყვარე მოსწავლეები თიხის მასტერკლასში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს უნიკალური ნამუშევრები, განავითარეს ფანტაზია, კონცენტრაცია და გუნდური მუშაობის უნარები. თიხაზე მუშაობა არა მხოლოდ სასიამოვნო პროცესია, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია შემოქმედებითი აზროვნებისა და მოტორული უნარების განვითარების გზაზე. თითოეულმა მონაწილემ შეძლო საკუთარი იდეების გაცოცხლება და შედეგით სიამაყე. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს აქტიურობასა და […]
Read More