ოქტომბერი 12, 2026 სიახლეები 7 ოქტომბერს სკოლა „ლომისში“ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობდა 7 კანდიდატი. არჩევნებში გაიმარჯვა №7 კანდიდატმა — თეკლა არევაძემ (XI კლასი)! ვულოცავთ თეკლას გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას! მადლობას ვუხდით ყველა კანდიდატს აქტიური მონაწილეობისთვის. მოსწავლეები თავად იყვნენ ჩართულნი საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე — ხმის მიცემიდან შედეგების გამოცხადებამდე. ეს იყო დემოკრატიის, პასუხისმგებლობისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება! #სკოლა_ლომისი #მოსწავლეთა_თვითმმართველობა #არჩევნები2026 #დემოკრატია Previous Post სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ისტორიის პედაგოგმა ნიკოლოზ ჭარხალაშვილმა მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობა გაახსენა.