კერძო სკოლა “ლომისის” დირექტორის და ფილოსოფოსის თამარ ბარძიმაშვილის მასტერკლასები!

  • მთავარი
  • სიახლეები
  • კერძო სკოლა “ლომისის” დირექტორის და ფილოსოფოსის თამარ ბარძიმაშვილის მასტერკლასები!
კერძო სკოლა “ლომისის” დირექტორის და ფილოსოფოსის ✨ თამარ ბარძიმაშვილის მასტერკლასების სერია დაიწყო! 🎉
🟧 მასტერკლასები განკუთვნილია “მშობელთა ჰაბის” მონაწილეებისთვის და პედაგოგებისთვის.
👉შეხვედრების პირველი სერიის თემაა: “პიროვნება, თვითშეფასება და პიროვნების რეალიზაციის პრობლემები”
✊ შეხვედრას ათობით მშობელი და პედაგოგი ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებისგან საოცრად დადებითი უკუკავშირი მივიღეთ. გთავაზობთ “მშობელთა ჰაბის” ერთ-ერთი მონაწილე მშობლის კომენტარს.
🟩“მინდა მოკლედ შევეხო დღევანდელ დღეს, ქალბატონი თამარის ლექციას ვგულისხმობ. ისეთი სიამოვნება მივიღე ჩემგან უღრმესი მადლობა გადაეცით კიდევ ერთხელ ქალბატონ თამარს და მშობლებო აუცილებლად უნდა მოინდომოთ, რამენაირად უნდა გამონახოთ დრო , რომ მოხვიდეთ და მოისმინოთ. გოგოები დამეთანხმებიან ვინც იყვნენ რამდენად საინტერესო ლექცია იყო და რამდენად საინტერესოდ მიყავს ქალბატონ თამარს.
ესეთი ლექციების მოსმენაში და ტრენინგებში რასაც სკოლა გვთავაზობს უამრავ ფულს იხდიან, ჩვენ უფასოდ გვაქვს და მოდით ვისარგებლოთ ❤️
🟧 სხვა მშობლების უკუკავშირს იხილავთ კომენტარის ველში.