სიახლეები

ლომისელების კიდევ ერთი ახალი თაობა

#ლომისელების კიდევ ერთი ახალი თაობა. ☀️ ღია კარის დღეზე #ლომისელებს სკოლის დირექტორმა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა უმასპინძლეს ☀️ ☀️ ფოტოზე ხედავთ ჩვენს მომავალ მოსწავლეებს არასრული შემადგენლობით.სექტემბრიდან მათთვის საერო სკოლა “ლომისი1” მეორე ოჯახი იქნება
Read More

1-ლი კლასის დამრიგებელს, ნინო თოდუას მადლიერების და სიყვარულის ნიშნად სიმბოლური ჯილდო გადასცეს

ალბათ არაფერია იმაზე ძვირფასი და სასიხარულო პედაგოგისთვის, როცა შენს შრომას ხედავენ და აფასებენ როგორც მოსწავლეები , ასევე მშობლებიც. ⬜ 1-ლი კლასის დამრიგებელს, ნინო თოდუას მადლიერების და სიყვარულის ნიშნად სიმბოლური ჯილდო გადასცეს. 🟥 წარმატებებს ვუსურვებთ ნინო მასწავლებელს, რომელიც 20 წელზე მეტია ერთგულად ემსახურება #ლომისს და #ლომისელებს
Read More

ვწერ თავისუფალ თემას” ათეულში მოხვედრას!

საერო სკოლა “ლომისი1” -ის მე-10 კლასის მოსწავლეს , მარიამ წურწუმიას ვულოცავთ კონკურსში “ვწერ თავისუფალ თემას” ათეულში მოხვედრას! 🔴 კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, ბატონი გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით ტარდება, რომელშიც ასეულობით ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით. 🔵 კონკურსის ფარგლებში ჯილდოვდებიან საუკეთესო ნაშრომის ავტორი მოსწავლეების მასწავლებლებიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 🔴 ღონისძიებას ესწრებოდა მე-10 კლასის […]
Read More

სკოლა “ლომისი 1”-ისა და ვენის “ბრუკენ-შულეს” დირექტორები ერთმანეთს შეხვდნენ!

სკოლა “ლომისი 1”-ისა და ვენის “ბრუკენ-შულეს” დირექტორები ერთმანეთს შეხვდნენ! 🇬🇪🇦🇹 🔴 შეხვედრის ფარგლებში ქალბატონმა თამარმა გაუზიარა “ბრუკენ-შულეს” სკოლის ხელმძღვანელობას სკოლა”ლომისი 1″-ის შექმნის ისტორია და მოახსენა თუ რა ღირებულებებზე დგას თითქმის 30-წლიანი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება, წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლა. ⚪ ვრცლად, შეხვედრის დეტალებზე, სამომავლო გეგმებსა და იდეებზე ჩვენი სკოლის წარმომადგენლობა ოფიციალურად გააკეთებს განცხადებას. 🔴 […]
Read More

მონიტორინგული წერები!

სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით მე-5 – მე-12 კლასებში წელიწადში ორჯერ ყველა ძირითად საგანში ტარდება მონიტორინგული წერები! ⚪ მონიტორინგული წერები პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ანახებს ცოდნის დონეს და შრომის შედეგს. 🔴 აღსანიშნავია, რომ წერის შემდეგ შეფასებების გაკეთების დროს, საჭიროების შემხვევაში პედაგოგები მზად არიან მოსწავლეებს აღმოუჩინონ კონკრეტული დახმარება და ჩაუტარონ დამატებითი გაკვეთილები და ხელემორედ გადააბარონ საგნის […]
Read More