სიახლე სკოლა ლომისიდან! 

English Book Education-თან თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლა ლომისში წარმატებით დაინერგა Pearson-ის საერთაშორისო ‘Level Test’.
ტესტირება ჩატარდა VII – XI კლასის ჩათვლით და მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ობიექტურად შეეფასებინათ საკუთარი ცოდნა.

ტესტი შექმნილია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებით და ამოწმებს მოსწავლის ინგლისური ენის კომპეტენციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეების უმრავლესობამ ტესტში მიიღო უმაღლესი შეფასება და გადაეცათ Pearson-ის ოფიციალური რეპორტი.


