ფესტივალ „სარკეს“ ფარგლებში, ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა სკოლა „ლომისის“ საპატიო სტუმარი — დიდი პედაგოგი, გამორჩეული ადამიანი, მოსწავლეებში ფასეულობების დამკვიდრებისა და აზროვნების მაგალითი, ბატონი გია მურღულია.

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ფესტივალ „სარკეს“ ფარგლებში, ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა სკოლა „ლომისის“ საპატიო სტუმარი — დიდი პედაგოგი, გამორჩეული ადამიანი, მოსწავლეებში ფასეულობების დამკვიდრებისა და აზროვნების მაგალითი, ბატონი გია მურღულია.
ფესტივალ „სარკეს“ ფარგლებში, ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა სკოლა „ლომისის“ საპატიო სტუმარი — დიდი პედაგოგი, გამორჩეული ადამიანი, მოსწავლეებში ფასეულობების დამკვიდრებისა და აზროვნების მაგალითი, ბატონი გია მურღულია.
მისი სტუმრობა ჩვენთვის განსაკუთრებული პატივი და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. შეხვედრა სავსე იყო სიღრმისეული აზრებით, შთაგონებითა და იმ ღირებულებებით, რაც თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლისთვის უმნიშვნელოვანესია.
გვახარებს ისიც, რომ ბატონმა გიამ ჩვენს სკოლასა და პროექტს სოციალურ ქსელში პოსტიც მიუძღვნა — ეს ჩვენთვის დიდი დაფასება და მოტივაციაა, კიდევ უფრო მეტი ენერგიით გავაგრძელოთ წინსვლა.
გმადლობთ ამ ღირსშესანიშნავი დღისათვის!
სკოლის თეატრალურ ფესტივალზე მოწვეულმა საპატიო სტუმარმა, ბატონმა გია მურღულიამ ასე შეგვაფასა:
სტუმრად ვიყავი კერძო სკოლა “ლომისში”, რომელშიც ჩატარდა თეატრალური ფესტივალი “სარკე”.
წინა დღე კომედიას დაეთმო, ამჯერად ტრაგედიები წარმოგვიდგინეს.
მოსწავლეები, ისევე როგორც ყველგან, აქაც შესანიშნავნი იყვნენ.
წარმოდგენილი ეპიზოდებისთვის მშვენიერი ტექსტები შეარჩიეს, იფიქრეს: სივრცის მოძრაობით ათვისებაზე, სასცენო პარტნიორის შეგრძნებაზე, მნიშვნელოვანი ფრაზების გაცოცხლებაზე, პაუზის მნიშვნელობაზე, დეკორაციაზე.
ამიტომაც შთამაგონებლად ისმოდა ბავშვების მიერ წარმოთქმული ფრაზები:
“რატომ არ უნდა ჩააქრო სანთელი, როცა დასანახავი არაფერი გაქვს?”
“გინდა დაინახო ის, რასაც მხოლოდ ღმერთი ხედავს?”
“ყველას რცხვენია ჩვენი, იმიტომ რომ ჩვენ ვსვამთ კითხვებს, რომლებზეც მათ პასუხები არ აქვთ.”
“დღეს მივხვდი, რომ სამყარო უჩემოდაც მშვენივრად იტრიალებს”.
ბავშვებისგან ნათქვამი ეს სიტყვები დამაფიქრებელიც იყო და გამაფრთხილებელიც.
სერიოზულ სათქმელთა შემდეგ ისევ “ძველი” სახით დაგვენახვნენ – ღიმილიანებიც იყვნენ, ნიჭიერებიც, ლამაზებიც, გონიერებიც და, რა თქმა უნდა, განუმეორებლებიც.
კარგი დღე იყო – სკოლას რომ უხდება, ისეთი.