წელი: 2025

დღეს განსაკუთრებული დღეა — კერძო სკოლა “ლომისი” დღეს იუბილარია!

დღეს განსაკუთრებული დღეა — კერძო სკოლა “ლომისი” დღეს იუბილარია! 1995 წლიდან ერთი მთავარი მისია გვამოძრავებს — მომავალ თაობებს შევთავაზოთ განათლება, რომელიც ცოდნასა და ზნეობას აერთიანებს. ჩვენი გზა იყო სავსე შრომით, სიყვარულითა და თავდადებით, და გვეამაყება, რომ უკვე მრავალი წელია ერთად ვუზრდით სამშობლოს ღირსეულ თაობებს! სკოლა “ლომისის” დამფუძნებელი და დირექტორი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით- “გილოცავთ! 1995 წლის […]
Read More

გულითადად გილოცავთ წარმატებით ჩარიცხვას საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში!

გულითადად გილოცავთ წარმატებით ჩარიცხვას საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში! ეს თქვენი მონდომებისა და ჩვენი პედაგოგების დაუღალავი შრომის შედეგია გისურვებთ ნათელ მომავალს, ახალ შესაძლებლობებსა და დიდ წარმატებებს სტუდენტობის გზაზე!ჩვენ მუდამ თქვენს გვერდით ვართ 
Read More

დღეს,ჩვენთან , წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

დღეს,ჩვენთან , წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ეს იყო დღე, სადაც მთელი წლის მიღწევები, სირთულეები და წარმატებები ერთად შევაჯამეთ. სკოლის კათედრის ხელმძღვანელებმა და დირექციის წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს მშობლებს და თანამშრომლებს, გაუსვეს ხაზი წლევანდელ პროგრესსა და საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლის უნიკალურ მიღწევებს, მოსწავლეთა წარმატებებსა და პედაგოგთა დაუღალავ შრომას. ეს იყო არა მხოლოდ ანგარიშის, არამედ […]
Read More

TED Talks ლომისის სკოლაში

TED Talks ლომისის სკოლაში – დღეს ჩვენს სკოლაში ჩატარდა TED Talks-ის ფორმატის ღონისძიება, სადაც მე-6, მე-7 და მე-8კლასის მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი იდეების, გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება. გამოსვლების თემები მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იყო. მოსწავლეებმა არამარტო წარადგინეს საინტერესო თემები, არამედ გადმოსცეს ემოცია, მოტივაცია და კრიტიკული ხედვა. ღონისძიებამ წაახალისა კომუნიკაციის, თავდაჯერებულობისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება. TED Talks-ის […]
Read More

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ბედნიერ ბავშვობას! წარმატებულ მომავალს! მსოფლიოს ყველა ბავშვს ვუსურვებთ ოცნებების ასრულებას!
Read More

ლომისელები თიხის მასტერკლასზე!

ჩვენი მოსწავლეები კიდევ ერთხელ გვიმტკიცებენ, რომ შემოქმედებას საზღვრები არ აქვს! “ლომისელები” თიხის მასტერკლასზე იმყოფებოდნენ, სადაც თავიანთი პატარა თითებითა და დიდი აზრებით შექმნეს უნიკალური და ლამაზი ნივთები. მასტერკლასის შემდეგ, მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების საინტერესო გამოფენა მოეწყო, სადაც თითოეულმა ნივთმა თავისი განსაკუთრებული ამბავი გვიამბო. თიხაზე მუშაობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ შემოქმედებითი პროცესია, არამედ მრავალი სასარგებლო უნარის განვითარების შესაძლებლობა. […]
Read More

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნიკოლოზ ჭარხალაშვილმა, VII კლასში ჩაატარა შემაჯამებელი პროექტი ისტორიაში ძველი რომის შესახებ: “მარადიული ქალაქი: რომი”.

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნიკოლოზ ჭარხალაშვილმა, VII კლასში ჩაატარა შემაჯამებელი პროექტი ისტორიაში ძველი რომის შესახებ: “მარადიული ქალაქი: რომი”. მოსწავლეები საგანგებოდ წარდგნენ რომაულ სამოსში, ჩაატარეს პრეზენტაციები, ისაუბრეს ძირითად თემებზე რომის მონარქიული, რესპუბლიკური და იმპერიის პერიოდების შესახებ. წარმოადგინეს პოსტერები – სხვადასხვა თემაზე, პლაკატები, ქალაქ რომის მაკეტი, კრეატიულად შესრულებული ისტორიული რუკა. მიიღეს მონაწილეობა სხვადადხვა აქტივობაში. საინტერესო იყო […]
Read More

საკოლა “ლომისში” აღინიშნა დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ამ დღის მნიშვნელობის შესახებ, წაიკითხეს დამოუკიდებლობის აქტი, გაიხსენეს ის რთული დღები, როცა 107 წლის წინ გამოცხადდა საქართველოს ნანატრი დამოუკიდებლობა, იხილეს უნკალური კადრები 107 წლის წინანდელი მოვლენების შესახებ. 26 მაისთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა “ფარნავაზ მეფის სახელობის კონკურსი” ისტორიაში. კონკურსში გამარჯვებულებს ამ დღეს გადაეცათ გამარჯვებულის სიგელი და მედალი. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. ბედნიერი მომავალი […]
Read More

გერმანული ენის ჯგუფის პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს ზოოპარკში.

სწავლების პროცესში შემოქმედებითი მიდგომები ყოველთვის ამართლებს! დღეს ჩვენი გერმანული ენის ჯგუფის პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს ზოოპარკში. მათ მოისმინეს და ისწავლეს ცხოველების სახელები გერმანულად, ჩაეფლნენ ბუნების სამყაროში და ცოდნაც სახალისო გამოცდილებით გაამდიდრეს. #DeutschLernenMitFreude #ZooAbenteuer #განათლებაინოვაციურად #სწავლაშითავგადასავლით
Read More

სკოლა “ლომისის” მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „ვწერ თავისუფალ თემას“, სადაც ახალგაზრდებმა თავიანთი ფანტაზია, ცოდნა და უნარები გააცოცხლეს.

კონკურსის ავტორმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩვენი მოსწავლეები ჩანან – მომავალი თაობა, რომელიც შთააგონებს ყველას! მადლობას ვუხდით კონკურსის ორგანიზატორებს და ვამაყობთ ჩვენი ნიჭიერი ბავშვებით, რომლებიც მუდამ გვაოცებენ თავიანთი მიღწევებით! #სკოლა_ლომისი #ნიჭიერი_მოსწავლეები #ვწერ_თავისუფალ_თემას #განათლება
Read More