წელი: 2025

დღეს ჩატარდა პროექტი „სამოქალაქო ცნობიერების განვითარება“.

დღეს ჩატარდა პროექტი „სამოქალაქო ცნობიერების განვითარება“. პროექტის ფარგლებში თვითმმართველობის პრეზიდენტი ესაუბრა მე-7 კლასის მოსწავლეებს თემაზე „ადამიანის უფლებები“. საუბარი შეეხო ადამიანის ძირითად უფლებებსა და კონვენციებს, მათ მნიშვნელობასა და დაცვის გზებს. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ განხილვაში და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, პასუხისმგებლობისა და თანამოძმისადმი პატივისცემის გაძლიერებას.
Read More

სკოლა “ლომისში” თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა!

სკოლა “ლომისში” თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა! სკოლაში დემოკრატიული პროცესის ნამდვილი მაგალითი ვიხილეთ. არჩევნებში ღირსეული გამარჯვება მოიპოვა მე-12 კლასის მოსწავლემ ირაკლი ბუთბაიამ, რომელმაც საკუთარი აქტიურობითა და ლიდერული უნარებით დაიმსახურა თანაკლასელთა ნდობა და გახდა სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი! გამორჩეული იყო ასევე მე-9 კლასის მოსწავლე ქეთა კურტანიძე, რომელმაც დიდი მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით შესანიშნავი კონკურენცია გაუწია ირაკლის და გახდა თვითმმართველობის […]
Read More

ვორქშოპი დემოკრატიაზე

დღეს ჩვენი სკოლაში ჩატარდა საინტერესო შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს დემოკრატიაზე — რა ნიშნავს მოქალაქის ხმა, არჩევანის თავისუფლება და პასუხისმგებლობა. დემოკრატიის სწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ის გვასწავლის პატივისცემას, თანასწორობას და აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. #დემოკრატია #აქტიურმოქალაქე #სკოლა #სწავლისმიერადამოკლებულია
Read More

შემოდგომის დღე სკოლა “ლომისში”

სკოლა „ლომისში“ ჩატარდა მართლაც ჯადოსნური შემოდგომის დღე — სითბოთი, ფერებითა და სიხარულით სავსე ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. სცენაზე ერთმანეთის მიყოლებით ცეკვები, სიმღერები და კრეატიული ნომრები ტარდებოდა — ყოველი გამოსვლა ენერგიითა და შთაგონებით ავსებდა აუდიტორიას. ეს დღე გახდა კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სკოლა „ლომისში“ მხოლოდ სწავლა კი არ არის — ეს არის […]
Read More

სკოლა „ლომისში“ წარმატებით ჩატარდა ეუთოსთან (OSCE) თანამშრომლობით ორგანიზებული საინფორმაციო და ინტერაქტიული ვორქშოპი!

სკოლა „ლომისში“ წარმატებით ჩატარდა ეუთოსთან (OSCE) თანამშრომლობით ორგანიზებული საინფორმაციო და ინტერაქტიული ვორქშოპი! ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა — ახალგაზრდებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ეუთოს მიზნები და მისი როლი თანამედროვე საერთაშორისო პროცესებში. შეხვედრა მოიცავდა დისკუსიებს, გუნდურ თამაშებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც დაეხმარა მონაწილეებს ლიდერული, კრიტიკული აზროვნებისა […]
Read More

გილოცავთ მასწავლებლის დღეს!

დღეს ვუხდით პატივს ადამიანებს, რომლებიც უდიდესი სიყვარულითა და ცოდნით აყალიბებენ მომავალ თაობებს. მასწავლებლები — თქვენ ხართ შთაგონების, სიბრძნისა და შემოქმედების წყარო. გმადლობთ თქვენს დაუღალავ შრომასა და თავდადებისთვის! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და უამრავ წარმატებას თქვენი აღზრდილი მოსწავლეების გამარჯვებებში! #მასწავლებლისდღე #მადლობამასწავლებლებს
Read More

ლომისელი პირვეკლასელები ანბანის სწავლაზე გადავიდნენ!

ლომისელი პირვეკლასელები ანბანის სწავლაზე გადავიდნენ! პატარა მოსწავლეებმა წარმატებით დაიწყეს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი გზა – ასოების სამყაროს შესწავლა. წარმატებები მათ ცოდნის გზაზე!
Read More

სკოლამ ოფიციალურად დააჯილდოვა ოქროს მედალოსნები და მათ გადასცა ოქროს მედლები.

სკოლამ ოფიციალურად დააჯილდოვა ოქროს მედალოსნები და მათ გადასცა ოქროს მედლები. ეს არის არამხოლოდ მათი პირადი მიღწევა, არამედ მთელი ჩვენი სკოლის წარმატების დასტური. ვულოცავთ თითოეულ მათგანს ამ ღირსეულ ჯილდოს და ვუსურვებთ, რომ მომავალშიც უამრავი გამარჯვება მოიტანონ როგორც საკუთარი ცხოვრების, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!
Read More

ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის სიხარულითა და მოლოდინით სავსე დღეა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის სიხარულითა და მოლოდინით სავსე დღეა. ჩვენი სკოლა სითბოთი, სიყვარულითა და კეთილი სურვილებით მიესალმება თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს. ახალი წლის თითოეული დღე იყოს წარმატებებითა და სასიამოვნო აღმოჩენებით სავსე, გააძლიეროს ჩვენი ცოდნა, მეგობრობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. ამაღლებული და ემოციური დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა სკოლასთან არსებული ქართული ცეკვების სტუდია „ორნატმა“, რომელმაც […]
Read More

ძვირფასო პირველკლასელებო მოგესალმებით განათლების სამყაროში თქვენს პირველ დიდ ნაბიჯზე! “ლომისში” თქვენ იწყებთ ცოდნის, მეგობრობისა და დაუვიწყარი მოგონებების გზას ჩვენი პედაგოგები მზად არიან სიყვარულითა და მზრუნველობით გაგიძღვნენ, რომ ყოველი დღე გახდეს სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩენებით სავსე. გისურვებთ ბედნიერ, ნათელ და წარმატებით სავსე სასწავლო წელიწადს! აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მუდმივ მხარდამჭერს და პარტნიორ უნივერსიტეტს – საქართველოს […]
Read More