წელი: 2025

სკოლა „ლომისის“ თვითმმართველობის პრეზიდენტმა ირაკლი ბუთბაიამ და მოსწავლეთა თვითმმართველობის ყოფილმა თავმჯდომარემ ნოკოლოზ ოქრომელიძემ წარმატებით მიიღეს მონაწილეობა გაეროს მოდელირების კონფერენციაში (Model United Nations)

სიხარულით ვუზიარებთ საზოგადოებას, რომ სკოლა „ლომისის“ თვითმმართველობის პრეზიდენტმა ირაკლი ბუთბაიამ და მოსწავლეთა თვითმმართველობის ყოფილმა თავმჯდომარემ ნოკოლოზ ოქრომელიძემ წარმატებით მიიღეს მონაწილეობა გაეროს მოდელირების კონფერენციაში (Model United Nations), რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით 13–14 დეკემბერს თბილისში გაიმართა. კონფერენცია დაფუძნებული იყო გაეროს სამუშაო შეხვედრების ფორმატზე და წარმოადგენდა საგანმანათლებლო სიმულაციას, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეროს წევრი ქვეყნების დელეგატების როლში განიხილავდნენ საერთაშორისო […]
Read More

ვენი სკოლა ამაყია, რომ შერჩეულია მსოფლიოში ნომერი 1 ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, MIT-ის, პროგრამაზე დაფუძნებულ სამეწარმეო სასერტიფიკატო კურსზე!

დიდი სიახლე “ლომისისთვის”! ჩვენი სკოლა ამაყია, რომ შერჩეულია მსოფლიოში ნომერი 1 ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, MIT-ის, პროგრამაზე დაფუძნებულ სამეწარმეო სასერტიფიკატო კურსზე! კურსის ფარგლებში ჩვენს სკოლას გადაეცემა უახლესი რესურსები, გამოცდილება და შესაძლებლობები, რაც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს განვითარდნენ ინოვატორებად და მომავლის ლიდერებად. #ლომისი #MIT #ინოვაცია #სამეწარმეოკურსი #მომავლისლიდერები
Read More

სკოლა „ლომისის“ დირექტორი დასახელდა „2025 წლის ათწლეულის პერსონად“ განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის!

სკოლა „ლომისის“ დირექტორი დასახელდა „2025 წლის ათწლეულის პერსონად“ განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის! 1995 წლიდან დღემდე — 30 წელი თავდადებისა, გამოწვევების, ზრდისა და ურყევი მისიისა. „ლომისი“ წლების განმავლობაში უამრავ ქარიშხალს გაუმკლავდა, მაგრამ დღეს — უფრო ძლიერი, მზარდი და მომავლისკენ მიმართულია. ვულოცავთ ჩვენს დირექტორს, პედაგოგებს, მოსწავლეებს და მთელ საზოგადოებას — ეს ჯილდო ყველა ჩვენგანის ძალისხმევის შედეგია! ერთად […]
Read More

მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური წარმატებით ჩატარდა!

მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური წარმატებით ჩატარდა! მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით იასპარეზეს — მადლობა ყველას აქტიური მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის. ახლა კი სიხარულით გაცხადებთ, რომ მალე მეორე ტურიც ჩატარდება! დეტალებს უახლოეს დღეებში მოგაწვდით. წარმატებები ყველა მონაწილეს!
Read More

საოცარი საგანმანათლებლო მოგზაურობა მე-11 კლასელებთან ერთად!

საოცარი საგანმანათლებლო მოგზაურობა მე-11 კლასელებთან ერთად! 30 ოქტომბერს ჩვენი მე-11 კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დაუვიწყარი დღე გაატარეს. მუზეუმის პროგრამის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ვიდეო-სლაიდების საშუალებით ბავშვებმა უფრო ახლოს გაიცნეს მეცხრამეტე საუკუნის თბილისი — აივნებიანი, სტუმართმოყვარე და უჩვეულოდ მაცდური ქალაქი. მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა, გააფართოეს თვალსაწიერი და ილიას ეპოქის ატმოსფეროში გადაიშვნენ. დღის ბოლოს კი ყველამ დიდი […]
Read More

სკოლა “ლომისში” ტვინების ბრძოლა გაიმართა!

სკოლა “ლომისში” ტვინების ბრძოლა გაიმართა! კერძო სკოლა „ლომისში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში — „ტვინების ბრძოლა“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგი ლევან ლორია, ასევე სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე, ვიცე-პრეზიდენტი და თვითმმართველობის წევრები. ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი თამარ ბარძიმაშვილი, რომელმაც აღნიშნა მოსწავლეთა აქტიურობა, გუნდური სულისკვეთება და შემოქმედებითი მიდგომა. გასულ წელს “ლომისელბმა” გაიმარჯვეს „ტვინების ბრძოლის“ ფართომასშტაბიან კონკურსში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს […]
Read More

კერძო სკოლა “ლომისის” წარმომადგენლები დაესწრნენ SEU-ში გამართულ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

კერძო სკოლა “ლომისის” წარმომადგენლები დაესწრნენ SEU-ში გამართულ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ღონისძიებაზე აღინიშნა პედაგოგთა პროფესიული დღე, გააჟღერდა ახალი ინიციატივები განათლებისა და სამეწარმეო მიმართულებით, ხოლო SEU-მ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლებთან პარტნიორობის მნიშვნელობას სკოლა “ლომისი” ამაყობს SEU-ს პარტნიორობით და მზად არის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის განათლების განვითარებისა და ინოვაციური იდეების მხარდასაჭერად
Read More

დღეს ჩატარდა პროექტი „სამოქალაქო ცნობიერების განვითარება“.

დღეს ჩატარდა პროექტი „სამოქალაქო ცნობიერების განვითარება“. პროექტის ფარგლებში თვითმმართველობის პრეზიდენტი ესაუბრა მე-7 კლასის მოსწავლეებს თემაზე „ადამიანის უფლებები“. საუბარი შეეხო ადამიანის ძირითად უფლებებსა და კონვენციებს, მათ მნიშვნელობასა და დაცვის გზებს. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ განხილვაში და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, პასუხისმგებლობისა და თანამოძმისადმი პატივისცემის გაძლიერებას.
Read More

სკოლა “ლომისში” თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა!

სკოლა “ლომისში” თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა! სკოლაში დემოკრატიული პროცესის ნამდვილი მაგალითი ვიხილეთ. არჩევნებში ღირსეული გამარჯვება მოიპოვა მე-12 კლასის მოსწავლემ ირაკლი ბუთბაიამ, რომელმაც საკუთარი აქტიურობითა და ლიდერული უნარებით დაიმსახურა თანაკლასელთა ნდობა და გახდა სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი! გამორჩეული იყო ასევე მე-9 კლასის მოსწავლე ქეთა კურტანიძე, რომელმაც დიდი მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით შესანიშნავი კონკურენცია გაუწია ირაკლის და გახდა თვითმმართველობის […]
Read More

ვორქშოპი დემოკრატიაზე

დღეს ჩვენი სკოლაში ჩატარდა საინტერესო შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს დემოკრატიაზე — რა ნიშნავს მოქალაქის ხმა, არჩევანის თავისუფლება და პასუხისმგებლობა. დემოკრატიის სწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ის გვასწავლის პატივისცემას, თანასწორობას და აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. #დემოკრატია #აქტიურმოქალაქე #სკოლა #სწავლისმიერადამოკლებულია
Read More