საკოლა “ლომისში” აღინიშნა დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ამ დღის მნიშვნელობის შესახებ, წაიკითხეს დამოუკიდებლობის აქტი, გაიხსენეს ის რთული დღები, როცა 107 წლის წინ გამოცხადდა საქართველოს ნანატრი დამოუკიდებლობა, იხილეს უნკალური კადრები 107 წლის წინანდელი მოვლენების შესახებ.
🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
26 მაისთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა “ფარნავაზ მეფის სახელობის კონკურსი” ისტორიაში. კონკურსში გამარჯვებულებს ამ დღეს გადაეცათ გამარჯვებულის სიგელი და მედალი. 🥇🥇🥇
ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. ბედნიერი მომავალი ყველას გამარჯვებულ და ძლიერ საქართველოში!
❤️❤️❤️
მეოთხე კლასელებმა ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს სკოლას და ერთმანეთს დამოუკიდებლობის დღე.
❤️❤️❤️
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!