

ვრცლად იხილეთ 


სასკოლო ლიგა, 2024-2025 მესამე ტური – სკოლა ლომისი – 89-ე საჯარო სკოლა 2 : 1
გოლები: ნიკოლოზ ჩიტაშვილი (ასისტი ნიკოლოზ კუკავა) , ირაკლი ბუთბაია ( ასისტი ილია კუკავა).
აი ვინ შექმნა დღევანდელი გამარჯვება: ანდრია ქარქაშაძე (მეკარე), ირაკლი ბუთბაია (კაპიტანი) , გიორგი ჯაფიაშვილი, ნიკოლოზ ჩიტაშვილი , ნიკოლოზ ოქრომელიძე, ნიკოლოზ ტაბახმელაშვილი, ნიკოლოზ კუკავა, ილია კუკავა.
ერთს დავამატებ, როცა ჩვენმა კაპიტანმა ირაკლი ბუთბაიამ მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში 2 : 1 გახდა ჩვენს სასარგებლოდ, თამაშის დამთავრებამდე წუთი და 40 წამი იყო დარჩენილი და ასე მგონია ის ასი წამი ხუთი საათი გაგრძელდა… ეს არის ფარდობითობის თეორია…



მადლობა სკოლა ლომისის პედაგოგებს, თვითმართველობას, დირექციას, ქალბატონ თამარს, რომლის თანადგომას გრძნობს გუნდის თითოეული წვერი და მადლობა ბავშვებო თქვენ და თქვენს მშობლებს და ყველას მადლობა ვინც გვერდით გვიდგას და გვამხნევებს… 

წინ ლომისი, გამარჯვება საქართველო…
“
