საქართველოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში — ყველაზე კონკურენტულ ფაკულტეტებზე!

  • მთავარი
  • სიახლეები
  • საქართველოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში — ყველაზე კონკურენტულ ფაკულტეტებზე!
🎓

Screenshot
✨ ამ განსაკუთრებულ და საამაყო წარმატებას ეხმიანება სკოლა „ლომისის“ პედაგოგი და კლასის დამრიგებელი — მარი გოგალაძე, რომელიც თავისი მოსწავლეების ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით ულოცავს.
✍️“ჩემო საყვარელო და საამაყო ბავშვებო,
დღეს ჩემი გული უსაზღვრო სიამაყითა და ბედნიერებით არის სავსე. ეროვნული გამოცდების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რაც მე ყოველთვის ვიცოდი — თქვენ საუკეთესოები ხართ!
ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში, ყველაზე კონკურენტულ ფაკულტეტებზე თქვენი ჩარიცხვა არ არის შემთხვევითობა. ეს არის თქვენი ნიჭის, დაუღალავი შრომისა და დიდი მონდომების შედეგი.
გულითადად გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! სკოლა „ლომისი“ ყოველთვის იამაყებს თქვენით, რადგან თქვენ ხართ ჩვენი სახე, ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და ღვაწლი. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი სკოლა ასე ასახელეთ.
მინდა გისურვოთ დაულეველი ენერგია, დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე მრავალი წარმატება და ბედნიერება.