ასთმის მსოფლიო დღე, ასთმის გლობალური ინიციატივის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველწლიურად მაისის პირველ სამშაბათს აღინიშნება და მისი მიზანია ასთმის შესახებ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში.
ასთმა საკმაოდ გავრცელებული ქრონიკული რესპირაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის გაძნელება, ქოშინი და შეხუთვის შეტევითი და განმეორებითი ეპიზოდები სხვადასხვა სიმძიმითა და სიხშირით.
სკოლა ლომისის მე-10 ბ კლასის
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც საფუძვლიანად განიხილეს ასთმის ეტიოლოგია, სიმპტომატიკა, პრევენციის საშუალებები და დაავადების მართვის ძირითადი პრინციპები.