8 მაისი – წითელი ჯვრის მსოფლიო დღე

🏥8 მაისი – წითელი ჯვრის მსოფლიო დღე
🏥 წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის (World Red Cross and Red Crescent Day) მსოფლიო დღე ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება. ამ დღეს დაიბადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამაარსებელი, შვეიცარიელი ჰუმანისტი და საზოგადო მოღვაწე, ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი ანრი დიუნანი (Henri Dunant, 1828-1910).
🏥 წითელი ჯვარი მთელ მსოფლიოში ეხმარება ადამიანებს ომის, სტიქიური უბედურებების, ავარიებისა და სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების დროს. მისი მთავარი მიზანია ადამიანების სიცოცხლის დაცვა, ჯანმრთელობის შენარჩუნება და დახმარების აღმოჩენა ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება.
🏥 სკოლა ლომისის მე-10 ა კლასის
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც განიხილეს წითელი ჯვრის ძირითადი პრინციპები – ჰუმანურობა, ნეიტრალიტეტი, მიუკერძოებლობა და მოხალისეობა.
ასევე ისაუბრეს ორგანიზაციის როლზე ომის, სტიქიური უბედურებებისა და სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების დროს.