29 ოქტომბერს, სკოლა ლომისის ბიოლოგიის კლუბის მე-11 კლასის მოსწავლეები, ხელმძღვანელთან – მარიამ არაბიძესთან ერთად ესტუმრნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტს.
კლუბის წევრები შეხვდნენ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ასოცირებულ პროფესორს მარინა ზარქუას, რომლის უშუალო ჩართულობით მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ფარმაციის და ქიმიის ლაბორატორიები.
მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ ამავე უნივერსიტეტის ლექტორის – ქალბატონ მანანა ბერულავას ლექცია და მიკროსკოპის გამოყენებით ენახათ სხვადასხვა ქსოვილის მუდმივი პრეპარატები.
სკოლა ლომისის ბიოლოგიის კლუბი მადლობას უხდის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საინტერესო და ინფორმაციული დღისთვის.