ვწერ თავისუფალ თემას” ათეულში მოხვედრას!

საერო სკოლა “ლომისი1” -ის მე-10 კლასის მოსწავლეს , მარიამ წურწუმიას ვულოცავთ კონკურსში “ვწერ თავისუფალ თემას” ათეულში მოხვედრას! 🔴 კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, ბატონი გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით ტარდება, რომელშიც ასეულობით ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით. 🔵 კონკურსის ფარგლებში ჯილდოვდებიან საუკეთესო ნაშრომის ავტორი მოსწავლეების მასწავლებლებიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 🔴 ღონისძიებას ესწრებოდა მე-10 კლასის დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მარი გოგალაძე, რომელიც ასევე დააჯილდოვეს. ✨ წარმატებებს ვუსურვებთ მარიამს, ქალბატონ მარის და თითოეულ ლომისელს ✨