სკოლა „ლომისის“ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს განათლების საერთაშორისო გამოფენაში, სადაც შეხვდნენ საელჩოებისა და უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.
გერმანულ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია გერმანულ ენაზე დაამყარეს, ხოლო ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ინგლისურ ენაზე ესაუბრნენ.
ეს დღე მათთვის ახალი ცოდნის, საინტერესო გამოცდილებისა და მომავალი მიზნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო!