ტექნოლოგიების საინტერესო სამყარო სკოლა „ლომისში“!

ტექნოლოგიების საინტერესო სამყარო სკოლა „ლომისში“! 🚀
სკოლა „ლომისში“ „რობოკოდმა“ ჩაატარა ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და პრაქტიკული ვორქშოპი! 💻🔬
ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ რობოტიკისა და პროგრამირების საფუძვლებს, საკუთარი ხელით აეწყოთ ელექტრონული სქემები და პრაქტიკაში გამოეცადათ მიღებული ცოდნა. 💡
ვორქშოპმა დიდი ინტერესი და ენთუზიაზმი გამოიწვია მოსწავლეებში. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების, ლოგიკისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
💙 მადლობას ვუხდით „რობოკოდს“ საინტერესო და შთამაგონებელი გამოცდილებისთვის!
🚀 სკოლა „ლომისი“ — ადგილი, სადაც ცოდნა პრაქტიკად იქცევა!