ლომისობის დღე ჩვენი სკოლისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო!
საქართველოს მასშტაბით გამართულ ინტელექტუალურ ჩემპიონატში „ტვინების ბრძოლა“, სადაც მონაწილეობას დაახლოებით 2000 გუნდი იღებდა,ჩვენი სკოლის გუნდმა „აზარტულებმა“ ღირსეული III ადგილი მოიპოვა.
ეს გამარჯვება მხოლოდ საპრიზო ადგილი არ არის — ეს არის ცოდნის, შრომის, მიზანდასახულობისა და მუდმივი განვითარების სუ
რვილის აღიარება. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი სკოლის, ჩვენი თემისა და ქვეყნის მომავალს.
რვილის აღიარება. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი სკოლის, ჩვენი თემისა და ქვეყნის მომავალს.ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით:
ელისაბედ კვიტაიშვილი, ანდრია მიქიაშვილი, ეკატერინე ნოზაძე, ბარბარე ცალუღელაშვილი, დემეტრე ჯაღმაიძე, გიორგი პაპავა და გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ ხაბალაშვილი.
განსაკუთრებული მადლობა გუნდის დამრიგებელს, ქალბატონ ნათია ლობჯანიძეს, მშობლებსა და ყველა პედაგოგს, რომელთა მხარდაჭერამ ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგს და გუნდის მთავარ მოტივატორს, ბატონ ლევან ლორიას.
გილოცავთ, „აზარტულებო“! თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ცოდნა ყველაზე დიდი ძალაა, ხოლო შრომა — წარმატების ყველაზე საიმედო გზა.


