25 თებერვალი…
დღე, რომელმაც მძიმე კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში.
დღე, რომელიც გვახსენებს თავისუფლების ფასს, ტკივილსა და გმირობას.
ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენს სკოლაში განხორციელდა პროექტი — „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ 

მოსწავლეებმა გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენები, იმსჯელეს საქართველოს ოკუპაციაზე, იმ ეპოქის ტრაგედიასა და იმ ადამიანებზე, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოლეს.
პროექტი იყო ემოციური, შემეცნებითი და ღრმად დამაფიქრებელი.
ისტორია მხოლოდ წარსული არ არის —

ის ჩვენი იდენტობაა, ჩვენი მეხსიერებაა და პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე.
გვახსოვს. ვაფასებთ. არ ვივიწყებთ. 


