სკოლა „ლომისის“ მოსწავლე გეგა მგალობლიშვილი იტალიაში, რომში იმყოფება და მონაწილეობას იღებს გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში 
ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდების ხმა ისმის, იდეები საზღვრებს სცდება და მომავალი ფორმირდება.
ვამაყობთ, რომ ჩვენი მოსწავლე საქართველოს ღირსეულად წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მონდომება და ცოდნა დიდ გზებს ხსნის.



