2023-2024 სასწავლო წლის ანგარიში

2023-2024 სასწავლო წლის ანგარიში: 2023-2024 სასწავლო წელს სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასაკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად. მოსწალეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში. მათი აკადემიური მოსწრებაც დადებითად უნდა შეფასდეს. შპს “ლომისი 1”-ს წელს ჰყავს 3 ოქროს მედლის მიღების კანდიდატი. სკოლა იყენებს ყველა შესაძლებლობას მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე სასწავლო წლის მანძილზე ზრუნავდა მრჩეველთა სბჭო, რომელიც შეიმუშავებდა ამ კუთხით მეტად სასარგებლო რეკომენდაციებს, რომლებიც დადგენილ ვადაში სრულდებოდა დირექციის მიერ. უსაფრთხო გარემო საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოავლინონ საკუთარი ინტელექტუალური, სოციალური თუ ფიზიკური პოტენციალი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი სკოლის დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს მასწავლებელთა შიდა შეფასებისა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. იგი აკვირდება მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და აძლევს მათ განმავითარებელ შეფასებებს. პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სკოლა დროულად იძიებს და აწვდის ინფორმაციას პედაგოგებს დაგეგმილი ტრენინგებისა და აქტივობების თაობაზე. მასწავლებლებმა პროფესიული განვითარების მიზნით გაიარეს სხვადასხვა ტრენინგკურსები სტატუსის შესაბამისი საკონტაქტო საათების ოდენობით. 2023 წლის ზაფხულში 2 მასწავლებელმა წარმატებით ჩააბარა საგნის/პროფესიული უნარების გამოცდა და მიმდინარე სასწავლო წელს მათ პორტფოლიოში წარმოადგინეს განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები. სკოლის მიერ გაკეთდა ნინო წიკლაურის და ლამზირა ჭურჭელაურის წარდგინება პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე. გარდა ამისა, შპს “ლომისი 1″ 2023-2024 სასწავლო წელს ჩართული იყო სხვადასხვა სახის აქტივობებში. კერძოდ, სასკოლოს საფეხბურთო ჩემპიონატში, ეროვნულ ოლიმპიადაში, განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონსკურსში ” ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი” და საქართველოს მასშტაბით დავიკავეთ მე-3 საპრიზო ადგილი, მოსწავლეებმა პედაგოგ გრიგოლ ჯაფარიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რობოტიკისა და ელექტროინჟინერიის სიმპოზიუმში. კლასის დამრიგებლებს მიერ ზედმიწევნით სრულდებოდა მათზე დაკისრებული მოვალეობები, რათა სასწავლო რეჟიმის ცვლილება არ ყოფილიყო ასახული მოსწავლეთა შედეგებზე. სასწავლო წლის ბოლოს მათ მიერ გაანალიზდა სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მომზადდა თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიეწოდა მშობელს და ასევე შენახულ იქნა მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით; ამასთან, აღსანიშნავია კათედრების მუშაობა. მათ წარმატებით განახორციელეს შესაბამისი საგნების სწავლების კოორდინირება. ასევე, კათედრის მუშაობის ფარგლებში მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი თითოეული კოლეგის განვითარების ხელშეწყობასა და გამოცდილების, გაზიარებაში. მათი ძალისხმევით დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა სახის პროექტები და ღონისძიებები. მაგალითად, უცხო ენების კათედრამ ჩაატარა ინგლისურ ენოვანი სპექტაკლები კლასების მიხედვით. ჰუმანიტარულმა კათედრამ ჩაატარა დედაენის დღესთან დაკავშირებით ესეების კონკურსი. სკოლის დირექცია პერიოდულად ახორციელებდა სასწავლო გეგმის შესრულების, საგანმანათლებლო პროცესის და სწავლა/სწავლების ხარისხის მონიტორინგსა და შეფასებას. —————————— გამოყო შემდეგი მიმართულებები:  სასწავლო პროცესის მონიტორინგი;  სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგი;  საგნობრივი კათედრების მონიტორინგი;  მასწავლებელის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი;  სხვადასხვა პროექტების/აქტივობების განხორციელების მონიტორინგი. სკოლაში რეგულარულად წარმოებდა სასწავლო პროცესზე დაკვირვება და მონიტორინგი. გაკვეთილის მონიტორინგი წარმოებდა შესაძლო ხარვეზების იდენტიფიცირებისა და შემდგომი გამოსწორების მიზნით. ხორციელდებოდა პედაგოგიურ საქმიანობაზე დაკვირვება – თუ რამდენად ეფექტურად ანაწილებდა მასწავლებელი გაკვეთილისათვის განკუთვნილ დროს, რამდენად ითვალისწინებდა მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, სწორად ჰქონდა თუ არა შერჩეული აქტივობები, სასწავლო მეთოდები და მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები.