სკოლა „ლომისში“ წინასაახალწლო ჯადოსნური საღამო გაიმართა
სკოლა „ლომისში“ წინასაახალწლო ჯადოსნური საღამო გაიმართაეს ღონისძიება ნამდვილად გამორჩეული იყო — ერთ სივრცეში გაერთიანდნენ ყოფილი ლომისელები, მოქმედი მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. თაობები შეხვდნენ ერთმანეთს, გაიზიარეს სითბო, ემოციები და ახალი წლის მოლოდინი.საღამო სავსე იყო ღიმილით, მოგონებებითა და სიხარულით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ლომისი“ მხოლოდ სკოლა არ არის — ეს ერთი დიდი ოჯახია გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!










