სკოლა „ლომისის“ მოსწავლეები, დამრიგებელ თეა ქვრივიშვილთან ერთად, ექსპერიმენტარიუმში იმყოფებოდნენ.
სკოლა „ლომისის“ მოსწავლეები, დამრიგებელ თეა ქვრივიშვილთან ერთად, ექსპერიმენტარიუმში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა ინტერაქტიული სივრცე, გაეცნენ მეცნიერების საინტერესო სამყაროს და აქტიურად ჩაერთნენ პრაქტიკულ საქმიანობაში. ვიზიტის ბოლოს კი თავადაც ჩაატარეს საინტერესო ცდები, რამაც მათ ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო გაუღრმავა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სწავლას პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებით და მოსწავლეებში კვლევითი ინტერესის გაღვივებას.










