სკოლა „ლომისში“ წარმატებით ჩატარდა ეუთოსთან (OSCE) თანამშრომლობით ორგანიზებული საინფორმაციო და ინტერაქტიული ვორქშოპი!
ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა — ა
ხალგაზრდებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ეუთოს მიზნები და მისი როლი თანამედროვე საერთაშორისო პროცესებში.
ხალგაზრდებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ეუთოს მიზნები და მისი როლი თანამედროვე საერთაშორისო პროცესებში.შეხვედრა მოიცავდა დისკუსიებს, გუნდურ თამაშებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც დაეხმარა მონაწილეებს ლიდერული, კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებაში.


