
ჩვენი მოსწავლეები კიდევ ერთხელ გვიმტკიცებენ, რომ შემოქმედებას საზღვრები არ აქვს! 
“ლომისელები” თიხის მასტერკლასზე იმყოფებოდნენ, სადაც თავიანთი პატარა თითებითა და დიდი აზრებით შექმნეს უნიკალური და ლამაზი ნივთები. 
თიხაზე მუშაობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ შემოქმედებითი პროცესია, არამედ მრავალი სასარგებლო უნარის განვითარების შესაძლებლობა. 


