სკოლა “ლომისი” 100% აფინანსებს ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის რობოტექნიკის შესწავლას!
გაიცანით, გიორგი ვეშაპელი, ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც “ლომისელებს” რობოტექნიკას, ელექტროობას და პროგრამირებას ასწავლის.
ლომისელმა მასწავლებელმა არაერთ საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვება მოიპოვა – გერმანიაში ; ლუქსენბურგსა და ბელგიაში. მას უპილოტე საფრენი აპარატების კომპანია და პლანეტარიუმი აქვს გახსნილი მთაწმინდაზე.
გიორგის ვკითხეთ ამ საქმიანობის შესწავლის მნიშვნელობაზე და როგორც გვეუბნება ,მსოფლიოს მომავალია ეს დარგი და ყველა სფეროში ეტაპობრივად შემოვა რობოტექნიკა, ელექტროობა და პროგრამირება.
ჩვენ ვაძლევთ საშუალებას მოსწავლეებს ისწავლონ მომავლის პროფესია სრულიად უფასოდ!