ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნიკოლოზ ჭარხალაშვილმა, VII კლასში ჩაატარა შემაჯამებელი პროექტი ისტორიაში ძველი რომის შესახებ: “მარადიული ქალაქი: რომი”.

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნიკოლოზ ჭარხალაშვილმა, VII კლასში ჩაატარა შემაჯამებელი პროექტი ისტორიაში ძველი რომის შესახებ: “მარადიული ქალაქი: რომი”.
ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნიკოლოზ ჭარხალაშვილმა, VII კლასში ჩაატარა შემაჯამებელი პროექტი ისტორიაში ძველი რომის შესახებ: “მარადიული ქალაქი: რომი”.
მოსწავლეები საგანგებოდ წარდგნენ რომაულ სამოსში, ჩაატარეს პრეზენტაციები, ისაუბრეს ძირითად თემებზე რომის მონარქიული, რესპუბლიკური და იმპერიის პერიოდების შესახებ. წარმოადგინეს პოსტერები – სხვადასხვა თემაზე, პლაკატები, ქალაქ რომის მაკეტი, კრეატიულად შესრულებული ისტორიული რუკა. მიიღეს მონაწილეობა სხვადადხვა აქტივობაში.
საინტერესო იყო მცირე პიესა, რომელიც მასწავლებელმა დაწერა მოსწავლეთათვის. მათ გააცოცხლეს იულიუს კეისრის თავგადასავალი, მისი ბრძოლები, რეფორმები და ტრაგიკული აღსასრული. მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ამგვარი ინსცენირებები მეტად აძლიერებს წარმოდგენას ანტიკური საზოგადოების შესახებ.
⭐️ გაკვეთილის ბოლოს, მასწავლებელმა მოსწავლეებს თვითშეფასების სქემები დაურიგა, იგი იმედოვნებს, რომ მოსწავლეები ასეთი მაღალი დონის მზაობას გამოავლენენ შუა საუკუნის ისტორიის შესწავლის პროცესშიც.