ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის სიხარულითა და მოლოდინით სავსე დღეა.

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის სიხარულითა და მოლოდინით სავსე დღეა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის სიხარულითა და მოლოდინით სავსე დღეა. ჩვენი სკოლა სითბოთი, სიყვარულითა და კეთილი სურვილებით მიესალმება თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს. ახალი წლის თითოეული დღე იყოს წარმატებებითა და სასიამოვნო აღმოჩენებით სავსე, გააძლიეროს ჩვენი ცოდნა, მეგობრობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა.
🎶 ამაღლებული და ემოციური დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა სკოლასთან არსებული ქართული ცეკვების სტუდია „ორნატმა“, რომელმაც საამაყო ნომერი წარმოგვიდგინა. პატარა მოცეკვავეებმა თავიანთი ენერგიითა და სიყვარულით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ქართული ტრადიცია და კულტურა ჩვენი სიმდიდრე და იდენტობის საფუძველია.
🙏 მადლობა სტუდიის ხელმძღვანელსა და ბავშვებს დაუღალავი შრომისთვის. გისურვებთ, რომ თქვენი ცეკვა კიდევ მრავალჯერ დაამშვენოს ჩვენი სკოლის ღონისძიებები და თითოეულ ჩვენგანს სიამაყე შემატოს.
✨ წინ დიდი გზა და ბევრი შესაძლებლობაა — ერთად ვიაროთ ამ გზაზე და ვიქცეთ წარმატებების თანამზიარებად!