თვე: ნოემბერი 2024

1-ბ კლასი სტუმრად საქართველოს ხელოვნების სასახლე -კულტურის ისტორიის მუზეუმში.

1-ბ კლასი სტუმრად საქართველოს ხელოვნების სასახლე -კულტურის ისტორიის მუზეუმში. “დავათვალიერეს საოცრად ლამაზი გარემო და ისტორიული ნივთები, მოისმინეს ინფორმაცია – ,,ქართული ანბანის საიდუმლო”, მონაწილეობა მიიღეს სასკოლო პროგრამისთვის ადაპტირებულ ვორქ-შოპში. ბავშვებმა იმოგზაურეს ქართული ანბანის დიდებულ სამყაროში და შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო. საჩუქრად გადაეცათ სამახსოვრო ,,დედაენის” ფლაერები , რომელიც გაფორმებული იყო მხედრული ასოებით” – დამრიგებელი მარინე გაჩეჩილაძე.
Read More

“ჩვენ (I ბ კლასმა) დავიწყეთ ახალი ფურცლის დაწერა… ,,აი ია”საოცრების დასაწყისი… იაკობი დედაენის ფუძემდებელი

“ანბანეთია ანაბანა” “ჩვენ (I ბ კლასმა) დავიწყეთ ახალი ფურცლის დაწერა… ,,აი ია”საოცრების დასაწყისი… იაკობი დედაენის ფუძემდებელი… ეს დღე სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ” ამბობს კლასის დამრიგებელი მარინე გაჩეჩილაძე.
Read More

1(ა) კლასის მოსწავლეებმა შეაბიჯეს საოცარ სამყაროში, რომელსაც ,,ანბანეთი” ჰქვია.

“გაკვეთილი დატვირთული იყო დადებითი ემოციით,სიხარულითა და სიურპრიზებით. ეს დღე მათ არასდროს დაავიწყდებათ” ამბობს კლასის დამრიგებელი თეა ქვრივიშვილი.
Read More

სკოლა “ლომისის” და ავსტრიის “Brückenschule”-ს დირექტორები

დაიგეგმება და განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი რომელიც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, რომ გაეცნონ ევროპული სწავლების მეთოდებს, შეიძინონ ახალი გამოცდილება და განივითარონ უნარ-ჩვევები. ეს ყველაფერი მათი წარმატებული ცხოვრების გზამკვლევი იქნება. 1995 წლიდან ვშრომობთ , რომ საქართველოს ღირსეული, სამაგალითო და კონკურენტუნარიანი მოქალაქეები აღვუზარდოთ!
Read More

ავსტრიის “ბრუკენ შულეს” -ს სკოლის დირექტორი და დირექციის წარმომადგენლები სკოლა “ლომისს” ეწვევიან!

შეგახსენებთ, რომ სკოლა “ლომისის” წარმომადგენლობა “Brooken Schule”-ს სკოლას ივნისში ეწვია, რა დროსაც დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობები. საერთაშორისო პარტნიორები და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვაგრძელებთ ურთიერთობას ქართულ-ავსტრიულ საზოგადოებასთან, რათა განვახორციელოთ ერთობლივად პროექტები “ლომისელების” განვითარებისთვისა და წინსვლისთვის.
Read More

ავსტრიის “Brückenschule” სკოლის დირექტორი და მისი მოადგილის ვიზიტი სკოლა “ლომისში”.

ავსტრიის “Brückenschule” სკოლის დირექტორი და მისი მოადგილის ვიზიტი სკოლა “ლომისში”. საინტერესო ღონისძიებით, საგაკვეთილო პროცესითა და მართვის სისტემით მოხიბლულმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სკოლა “ლომისთან” სამომავლოდ აუცილებლად ითანამშრომლებენ. ჩვენი გუნდი მზადაა რომ აღზარდოს ძლიერი, ნათელი და ღირსეული თაობები.
Read More