სკოლა “ლომისში” ტვინების ბრძოლა გაიმართა!

სკოლა “ლომისში” ტვინების ბრძოლა გაიმართა!
კერძო სკოლა „ლომისში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში — „ტვინების ბრძოლა“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგი ლევან ლორია, ასევე სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე, ვიცე-პრეზიდენტი და თვითმმართველობის წევრები.
🎓 ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი თამარ ბარძიმაშვილი, რომელმაც აღნიშნა მოსწავლეთა აქტიურობა, გუნდური სულისკვეთება და შემოქმედებითი მიდგომა.
🧠 გასულ წელს “ლომისელბმა” გაიმარჯვეს „ტვინების ბრძოლის“ ფართომასშტაბიან კონკურსში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სკოლის ინტელექტუალურ და ერთიან გუნდურ სულს.
💫 ვულოცავთ ყველა მონაწილეს და მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს წარმატებული და შთამაგონებელი ღონისძიებისთვის!