ლომისელები თიხის მასტერკლასზე!

ჩვენი მოსწავლეები კიდევ ერთხელ გვიმტკიცებენ, რომ შემოქმედებას საზღვრები არ აქვს! 💫
“ლომისელები” თიხის მასტერკლასზე იმყოფებოდნენ, სადაც თავიანთი პატარა თითებითა და დიდი აზრებით შექმნეს უნიკალური და ლამაზი ნივთები. 🎨
🟠 მასტერკლასის შემდეგ, მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების საინტერესო გამოფენა მოეწყო, სადაც თითოეულმა ნივთმა თავისი განსაკუთრებული ამბავი გვიამბო.
თიხაზე მუშაობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ შემოქმედებითი პროცესია, არამედ მრავალი სასარგებლო უნარის განვითარების შესაძლებლობა. 🌟
🔳ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის განვითარებას;
🔳აძლიერებს კონცენტრაციასა და მოთმინებას;
🔳ხსნის სტრესს და ხელს უწყობს თვითგამოხატვას;
🔳ავითარებს სივრცით აზროვნებას და შემოქმედებითობას.
☑️💬ვაშენებთ მომავალს, სადაც შემოქმედება და ნიჭი ყოველთვის იქნება ჩვენი სიამაყე!