დღეს ჩატარდა პროექტი „სამოქალაქო ცნობიერების განვითარება“.

დღეს ჩატარდა პროექტი „სამოქალაქო ცნობიერების განვითარება“. პროექტის ფარგლებში თვითმმართველობის პრეზიდენტი ესაუბრა მე-7 კლასის მოსწავლეებს თემაზე „ადამიანის უფლებები“.
საუბარი შეეხო ადამიანის ძირითად უფლებებსა და კონვენციებს, მათ მნიშვნელობასა და დაცვის გზებს. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ განხილვაში და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.
🔴მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, პასუხისმგებლობისა და თანამოძმისადმი პატივისცემის გაძლიერებას.